წმინდა ალვიანე
წმინდა ალვიანე (გ. 304) – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 4 მაისი, ახალი სტილით - 17 მაისი.
ცხოვრება
რედაქტირებაწმინდანი ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო. ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს. წმინდა ალვიანეს უბრძანეს, კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მან მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპმსახურებაზე უარი განაცხადა. წმინდანი აწამეს გახურებული რკინით, უმოწყალოდ ცემეს, მაგრამ ვერ მოტეხეს. მასთან ერთად აწამეს მისი მოწაფეებიც. ბოლოს წმინდანები გახურებულ ღუმელში ჩაყარეს.
ლიტერატურა
რედაქტირება„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.