წმინდა ათინოდორე
წმინდა ათინოდორე - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 7 დეკემბერი ახალი სტილით - 20 დეკემბერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაწმინდა მოწამე ათინოდორე სირიის მესოპოტამიაში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე შეუდგა ბერულ ღვაწლს. ეშმაკის მანქანებითა და ცილისწამებით გაბოროტებულმა ქვეყნის მმართველმა ელევსიმ შეიპყრო წმინდანი და საწამებლად გადასცა. მარტვილის მხეცურ წამებას თან ახლდა სასწაულები, რამაც მრავალი იქ მყოფი წარმართი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. როცა ათინოდორესთვის თავის მოკვეთა გადაწყვიტეს, ჯალათს ხელი მოსწყდა, ქრისტეს ტარიგმა კი ლოცვით შეჰვედრა სული უფალს.
ლიტერატურა
რედაქტირება„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.