წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი

წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ეკლესია — მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, სვანეთის უბანში, ვახტანგ III-ის 2 ნომერში. აშენდა 2010-2016 წლებში არქიტექტორ მამუკა კიკნაძის პროექტით.

წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ეკლესია
წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი — თბილისი
წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′38″ ჩ. გ. 44°48′51″ ა. გ. / 41.71056° ჩ. გ. 44.81417° ა. გ. / 41.71056; 44.81417
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ჩუღურეთის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკა
თარიღდება 2016
დეტალები

წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძრის მშენებლობას დეკანოზ მალხაზ ყიფიანის თაოსნობით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2010 წლის 15 აპრილს ჩაეყარა საფუძველი. 2016 წლის 26 აპრილს ტაძარი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა, მეუფე სვიმეონმა აკურთხა. კურთხევას ესწრებოდნენ დიმიტრი ყიფიანის შთამომავლებიც, აგრეთვე ახლადნაკურთხი ტაძრის მრევლი და მიწვეული სტუმრები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება