წიქროლის ეკლესიის ნანგრევები

წიქროლის ეკლესიის ნანგრევები — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წიქროლში. აგებულია შუა საუკუნეებში.

მდინარე ქსნის ხეობაში, წირქოლის კოშკიდან დასავლეთით 1 მეტრის დაშორებით, ჩანს ეკლესიის ნანგრევი. ნაგებობიდან შემორჩენილი მხოლოდ საკურთხევლის ჩრდილოეთი ნაწილი და სამხრეთი კედლის ფრაგმენტი. მათი სიმაღლე 1–1,5 მეტრს აღწევს. აბსიდის წინ ღრმა ბემაა. აქვეა მოწყობილი ერთი თაღოვანი და ერთი სწორკუთხა ნიში. შემორჩენილ კედლებს საპირე ქვა შემოცლილი აქვს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება