წიფთაურის მაცხოვრის ეკლესია

წიფთაურის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფთაურში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

მაცხოვრის ეკლესია დგას მაღალ მთაზე, მის გარშემო ტერიტორიაზე სასაფლაოა. სამშენებლო მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვა, აქა-იქ წყობაში შირიმიც შეინიშნება. მცირე ზომის დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა, აღმოსავლეთით აქვს ასევე სწორკუთხა ფორმის საკურთხეველი, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს თაროებია, ხოლო ძირში ტრაპეზის ქვა დგას. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში ორი სწორკუთხა ნიშაა, სამხრეთ კედელში გაჭრილია მცირე სარკმელი. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია, კარს ნაოთხარი აქვს. კედლებზე შემორჩენილია ნალესობის კვალი. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია შირიმის ქვის მარტივპროფილიანი კარნიზის ფრაგმენტი. ნაგებობის თაღ-კამარა და კონქი ჩამოქცეულია, კედლები მრავალ ადგილას დაბზარულია. ეკლესიის გარშემო ყრია ჩამონაშალი ქვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება