წინაპართა ვალი
„წინაპართა ვალი“ (ინგლ. Debt of Bones) — ტერი გუდკაინდის თხზულება. პირველად გამოიცა 1998 წელს ანტოლოგიაში „ლეგენდები“. მოგვიანებით, 2001 წელს, გამოიცა, როგორც ცალკე წიგნი მაგარი ყდით, ხოლო 2004 წელს რბილი ყდით. წარმოადგენს რომან „ჯადოქრის პირველი წესის“ პრიკველს, შედის სერიაში „ჭეშმარიტების მახვილი“.
წინაპართა ვალი | |
---|---|
სრული სათაური | Debt of Bones |
ჟანრი | თხზულება |
ავტორი | ტერი გუდკაინდი |
დაწერილია | ინგლისური ენა |
გამოცემულია | 1998 |
მნიშვნელოვანი პერსონაჟები
რედაქტირება- ზედიკუს ზულ ზორანდერი — პირველი რანგის ჯადოქარი (ეიდინდრილი, შუამიწეთი)
- პანიზ რალი — დაჰარის მაგისტრი, ძლიერი ჯადოქარი და დარკენ რალის მამა (დაჰარა)
- ები (სრული სახელი აბიგაილი) — დედამისი გრძნეული იყო, მაგრამ მას ნიჭი არ ერგო. ზედიკუსის მამამ აბიგაილი და მისი დედა მშობიარობისას დიდი ძალისხმევის ფასად გადაარჩინა და ამის შემდეგ ზედსა და ების წმინდა მოვალეობა აკავშირებთ.
- დელორა — ძლიერი გრძნეული, ზედის ნაცნობი (შუამიწეთი)
დანარჩენი პერსონაჟები:
- დედა-აღმსარებელი — კალან ამნელის ბებია (ეიდინდრილი, შუამიწეთი)
- ტომასი — მეორე რანგის ჯადოქარი (ეიდინდრილი, შუამიწეთი)
- ანარგო — ძლიერი ჯადოქარი, რომელიც დაჰარის ლეგიონებს მართავდა
- მარისკა — მოხუცი ქალი, მსახურობდა დაჰარაში
- ერელინი — ზედიკუს ზორანდერის ცოლი
- იანა — ების ერთადერთი ქალიშვილი
- ფილიპი — ების ქმარი