წინაგარის ეკლესია
წინაგარის ეკლესია — არიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაგარში. აგებულია შუა საუკუნეებში.
საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია რიყის, ფლეთილი და შირიმის ქვითაა ნაგები. აბსიდი ნახევარწრიულია. ძეგლი აღდგენილია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ინტერიერში აბსიდის სატრიუმფო თაღის გარდა უნდა ყოფილიყო კამარის საბრჯენი თაღი, ასევე ორი თაღი. გრძივი კედლები დანაწევრებული იყო პილასტრებით. ერთ-ერთი პილასტრი შერჩენილია სამხრეთ კედელზე. სარკმლები გაჭრილია დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში. კარი სამხრეთიდანაა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 245. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.