წითელი ჯვრის საზოგადოების სახლი

წითელი ჯვრის საზოგადოების სახლი (რუს. Дом общества Красного Креста) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში. სახლი აგებულიაXIX საუკუნის მეორე ნახევარში. მიეკუთვნება არქიტექტურის ძეგლების ნუსხას. ამჟამად მასში განთავსებულია ქალაქის № 2 პოლიკლინიკა.

წითელი ჯვრის საზოგადოების სახლი
რუს. Дом общества Красного Креста
კოორდინატები 47°13′02″N 38°55′41″E / 47.217286° ჩ. გ. 38.928125° ა. გ. / 47.217286; 38.928125
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი პროვინციული კლასიციზმი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მეორე ნახევარი

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 104.

ბერძნების ქუჩა 104-ში მდებარე შენობა აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბერძენი კომერსანტის ალექსოპულოს სახსრებით.

1817-1837 წლებში სახლი ეკუთვნოდა ვაჭარ ზახაროვს. 1837-1887 წლებში ტაგანროგელი ვაჭრის ცოლს ადელაიდა ალექსოპულოს, ხოლო 1890-1898 წლებში - მალტიადე ალექსოპულოს, რომლისგანაც სახლი იყიდა ეპომინონდ ალაფუზოვმა.

1880-იან წლებში აქ განთავსებული იყო მეხუთე სათადარიგო საარტილერიო ბრიგადის ლაზარეთი.

სახლის მფლობელმა ე. ალაფუზოვმა 1902 წელს სახლი საჩუქრად გადასცა ტაგანროგის წითელი ჯვრის თემს ამბულატორიისა და საავადმყოფოს ასაშენებლად, რის გამოც ალაფუზოვი დააჯილდოვეს წმ. ანას სახელობის მეორე ხარისხის ორდენით. საავადმყოფოს კურთხევა მოხდა 1904 წლის 14 მაისს.

თვით ეპომინონდ ალაფუზოვმა დააარსა ტაგანროგის წითელი ჯვრის საზოგადოება. საზოგადოების პირველი წევრები იყვნენ ანა ბესჩინსკაია, პავლე ფილიპევსკი და სხვ. საზოგადოების მთავარი ექიმი იყო ვლადიმირ შიმანოვსკი.

XX საუკუნის 20-იან წლებში სახლში განათავსეს პირელი ცენტრალური პოლიკლინიკა. მოგვიანებით შენობას მიაშენეს ახალი კორპუსი ჩრდილო-აღმოსავლეთ ფასადზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით ფასადზე მიაშენეს აგურის ნაგებობა.

XX საუკუნის მეორე ნახევარში აქ მუშაობდა ქალაქის საავადმყოფო № 3, რომელსაც 2003 წელს უწოდეს ქალაქის პოლიკლინიკა №2.

ამჟამად სახლი გარემონტებულია, შეღებეს წითელი საღებავით, კოლონები - თეთრად, ჩამოხსნეს ეზოს კარიბჭე. შენობა შეტანილია ტაგანროგის არქიტექტურული ძეგლების რეესტრში.

არქიტექტურა

რედაქტირება

წითელი ჯვრის საზოგადოების სახლი აგებულია აგურისაგან პროვინციული კლასიციზმის პერიოდში. სამკუთხა ფრონტონი ზემოდან ადგას ოთხ დორიულ სვეტს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0
  • Гаврюшкин О. П. По старой Греческой… — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება