წითელი ჯვრის ნაგებობის ნაშთი
წითელი ჯვრის ნაგებობის ნაშთი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ წიფორში. აგებული ადრე შუა საუკუნეებში. წმ.გიორგის ეკლესიის აღმოსავლეთით 20 მეტრის მოშორებით შემორჩენილია ნა-გებობის ნაშთი, რომელსაც “წითელ ჯვარს” ეძახიან.
ნაგებობა გეგმით სწორკუთხედს უახლოვდება. შემორჩენილია დასავლეთი და სამ-ხრეთი კედლები, რომელთა სიმაღლე ორ მეტრს აღწევს. დანარჩენი კედლები განად-გურებულია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია დიდი ზომის ფლეთილი ქვა. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 237