წითელი ხატის ნიში
წითელი ხატის ნიში — არქეოლოგიური ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორში. აგებულია XIX-XX საუკუნეებში.
ძეგლი შეიძლება დაკავშირებული იყოს „წითელი ხატის“ ორ ეკლესიასთან, რომლებიც ქსნის სათავესთან მდებარეობს. ახალგორიდან ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ, ნასოფლარების — ფიჭვნარისა და კოდის გამყოფ ქედზე დგას მცირე ზომის ნიში (60 სმ.X 30 სმ). მსხლისებრი მოყვანილობის ქვის ფილაზე ამოკაწრულია მხედრული წარწერა ოთხ სტრიქონად, რომელიც ასე იკითხება: „ეს ნიშია წითელი ხატის ნიშის შაგვეწიოს“.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 22. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.