წითელი კოშკი (ალანია)

წითელი კოშკი (თურქ. Kızıl Kule) — ისტორიული კოშკი თურქეთის ქალაქ ალანიაში. შენობა ითვლება ქალაქის სიმბოლოდ და გამოსახულია ქალაქის დროშაზე. წითელი კოშკი ალანიის ციხესიმაგრის შემადგენელი ნაწილია.

წითელი კოშკი
მდებარეობა ალანია, თურქეთი
სტატუსი კოშკი
ისტორია
თარიღდება 1226
დამკვეთი ალაედინ ქეიყუბადი
ხუროთმოძღვრული ტიპი სელჩუკური არქიტექტურა
წითელი კოშკი (ალანია) — თურქეთი
წითელი კოშკი (ალანია)
წითელი კოშკი ვიკისაწყობში

კოშკის მშენებლობა დაიწყო ანატოლიის სელჩუკი სულთნის ალაედინ ქეიყუბად I-ის მეფობის დასაწყისში და დასრულდა 1226 წელს. სულთანმა მიიწვია არაბი არქიტექტორი ებუ ალი რეჰჩ ელ ქეთანი ალეპოდან (სირია) ალანიაში შენობის ასაგებად.[1] კოშკმა სახელი მიიღო აგურის წითელი ფერის გამო, რომელიც მან გამოიყენა მშენებლობაში.[2] საუკუნეების განმავლობაში კოშკი იცავდა ნავსადგურს თავდასხმებისგან. შენობა აშენდა ისეთი მაღალი ხარისხით, რომ დღემდე რჩება შუა საუკუნეების სამხედრო არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად. მიუხედავად 1950-იან წლებში შენობის რესტავრაციისა, ეს არის ყველაზე კარგად შემონახული სელჩუკთა ნაგებობა ქალაქში. კოშკი ვიზიტორებისთვის 1979 წელს გაიხსნა. შენობის სიმაღლეა 33 მ. ხოლო სიგანეა — 12,5 მ.[3]

კოშკი 1992 წლიდან 2005 წლამდე მოქმედი თურქული 250 000 ლირის ბანკნოტების უკანა მხარეს იყო გამოსახული.[4]

1979 წელს კოშკის პირველ სართულზე გაიხსნა ალანიის ეთნოგრაფიული მუზეუმი.[5] კოშკისა და ქალაქის ისტორიის თხრობის გარდა, მუზეუმი ყურადღებას აქცევს ჰერალდიკას, კერძოდ სელჩუკთა ორთავიან არწივს, რომელიც დროშაზეა გამოსახული. შენობა ღიაა 08:00 საათიდან 12:00 საათამდე და 13:30 საათიდან 17:30 საათამდე; ორშაბათობით დაკეტილია.[6]

  1. Alanya Kızıl Kule. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-26. ციტირების თარიღი: 2007-06-12
  2. Antalya Web Site - Historical Sites (Alanya)
  3. www.sunsearch.info/alanya დაარქივებული August 21, 2006, საიტზე Wayback Machine.
  4. Central Bank of the Republic of Turkey
  5. Antalya İli Antalya Kızıl Kule
  6. Alanya Guide 2000. ციტირების თარიღი: 2007-06-12