წვრილფეხა (ფილმი)
წვრილფეხა (ინგლ. Smallfoot) — 2018 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური კომედიური ფილმი, რომელიც წარმოებული Warner Animation Group- ის მიერ და გავრცელებულია Warner Bro Pictures-ის საშუალებით. ფილმი ეფუძნება სერხიო პაბლოსის გამოუქვეყნებელ საბავშვო წიგნს „თოვლის კაცის ნაკვალევი“. ფილმის რეჟისორი და თანაავტორია კერი კირკპატრიკი. ფილმში თამაშობენ: ჩანინგ ტატუმი, ჯემს კორდენი, ზენდეია, ქომონი, ლებრონ ჯეიმზი, ჯინა როდრიგესი, დენი დევიტო, იარა შაჰიდი, ელი ჰენრი და ჯიმი ტატრო. ფილმი მოგვითხრობს იეტების ჯგუფის ცხოვრებაზე, რომლებიც მანამდე უცნობ არსებას, ადამიანს ხვდებიან.
„წვრილფეხა“ | |
---|---|
ინგლ. Smallfoot | |
ფილმის ტიპი | ანიმაციური |
რეჟისორი | კარი კირკპარიკი |
პროდიუსერი |
ბონი რედფორდი გლენ ფიკარა ჯონ რექუა |
ეფუძნება | „თოვლის კაცის ნაკვალევი“ |
როლებში |
ჩანინგ რარუმი ჯეიმზ კორდენი ზენდეია ქომონი ლებრონ ჯეიმზი ჯინა როდრიგესი დენი დევიტო |
კომპოზიტორი | ჰეიტორ პერეირა |
მწარმოებელი კომპანია |
Warner Animation Group Zaftig Films |
დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი | 28 სექტემბერი, 2018 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 96 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური ენა |
ბიუჯეტი | 80 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 214 მილიონი აშშ დოლარი |
წვრილფეხა თეატრალურად გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2018 წლის 28 სექტემბერს. კრიტიკოსების მხრიდან ძირითადად დადებითი მოწონება დაიმსახურა და მთელ მსოფლიოში 214 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
გამხმოვანებლები
რედაქტირება- ჩანინგ ტატუმი, როგორც მიგო, ახალგაზრდა მამრობითი სქესის იეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ წვრილფეხა არსებობს.
- ჯეიმზ კორდენი, როგორც პერსი პატერსონი, ველური ბუნების დოკუმენტური ფილმების შემქმნელი ბრიტანელი.
- ზენდეია როგორც მიჩი, ახალგაზრდა მდედრობითი სქესის იეტი, ქვის მცველის ქალიშვილი, თორპის უმცროსი და და მიგოს სიყვარული.
- ქომონი, როგორც ქვის მცველი, მმართველი იეტი და თორპისა და მიჩის მამა.
- ლებრონ ჯეიმზი, როგორც გვანგი, დიდი იასამნისფერი მამრობითი სქესის იეტი
- ჯინა როდრიგესი, როგორც კოლკა, ქალი იეტი
- დენი დევიტო დორგლის როლში, მოკლე მამაკაცი იეტი, რომელიც სოფლის გონგზე მრეკავია
- იარა შაჰიდი, როგორც ბრენდა, პერსის თანაშემწე, რომელსაც იეტების არსებობა ფილმის ბოლომდე არ სჯერა
- ელი ჰენრი, როგორც ფლიმი, პატარა მამაკაცი იეტი
- ჯიმი ტატრო თორპის როლში, ნელი გონების მამაკაცი იეთი, რომელიც არის ქვის მცველის შვილი და მიგის უფროსი ძმა.
- ჯასტინ როილანდი, როგორც გარი, პარანოული მამაკაცი იეტი
- ჯეკ კუაიდი პილოტის როლში, რომელიც მთაზე ჩამოვარდება და რომელსაც მიგო პირველად ხვდება.
წარმოება
რედაქტირებაფილმის სცენარის ავტორები არიან გლენ ფიქარა და ჯონ რექუა, რომლებიც შთაგონებულები იყვნენ სერხიო პაბლოსის ორიგინალური იდეიდან.[1]
წვრილფეხა-ს კონცეფცია შემუშავდა მანამ, სანამ რეჟისორი კარიე კირკპატრიკი არ შეუერთდებოდა პროექტს 2016 წლის ივლისში; მან ანიმაციას გადახედა და მასში რამდენიმე შესწორებაც შეიტანა.[2]
2017 წლის 11 მაისს ცნობილი გახდა, რომ ფილმში მონაწილებას მიიღებდნენ ჩენინგ ტატუმი, ზენდეია და ჯინა როდრიგესთან, სადაც ისინი მთავარი გამხმოვანებლების როლებს შეასრულებდნენ.[3] ფილმი ანიმაციური სახით შექმნა Sony Pictures Imageworks-მა, რომელმაც, ასევე იმუშავა Warner Animation Group-ის პროექტ წეროები-ზე,[4] წარმოებისას კი გამოყენებულ იქნა Autodesk Maya.[5] რაიან ო'ლოფლინი, DreamWorks Animation ვეტერანი, თავდაპირველად იყო ფილმის რეჟისორი, მაგრამ მისი ადგილი მოგვიანებით კირპატრიკმა დაიკავა.[6]
მუსიკა
რედაქტირებაფილმის მელოდია შექმნა ჰეიტორ პერეირამ. სიმღერები დაწერა კერი და უეინ კირკპატრიკმა. ფილმს თავდაპირველად სიმღერები არ ჰქონდა, წარმოების დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში, მოგვიანებით კი ტობი ემერიხის ინიციატივით მუსკაზე მუშაობა დაიწყო.[7][8]
ფილმის გამოსვლა
რედაქტირებაფილმი გამოვიდა 2018 წლის 28 სექტემბერს.[9]
მარკეტინგი
რედაქტირება2018 წლის ზაფხულის ბოლოს, ამერიკულმა პიცის ქსელმა Chuck E. Cheese's- მა განაცხადა, რომ ისინი ფილმის ოფიციალური პარტნიორი იქნებოდნენ.[10] ფილმის გასავრცელებლად იყენებდნენ მარკეტინგული მასალებს, კერძოდ როგორიცაა: ლოს ანჯელესის პლაკატების სერია, რომლებიც რეკლამირებას უწევდნენ ფილმის მსახიობებს ისეთი ფრაზებით, როგორიცაა ,,ზენდეია მიჩია", რომელიც მოგვიანებით ინტერნეტ მიმად გადაიქცა.[11]
შეფასება
რედაქტირებაშემოსავალი
რედაქტირებაწვრილფეხა–მ გამოიმუშავა 83,2 მილიონი აშშ დოლარი შეერთებულ შტატებსა და კანადაში, ხოლო 130,9 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიოს სხვა ნაწილებში, საერთო ჯამში კი- ფილმის მთლიანმა შემოსავალმა 214.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[12]
შეერთებულ შტატებსა და კანადაში წვრილფეხა-ს პრემიერა შედგა ღამის სკოლის, პატარა ქალებისა და ჯოჯოხეთის ფესტივალის პარალელურად და მისი პრემიერიდან 25-30 მილიონი დოლარის მოგროვება იყო დაგეგმილი.[13] ფილმმა პირველ დღეს 6.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მათ შორის 850 000 აშშ დოლარი ხუთშაბათის ღამის მიმოხილვიდან, რაც უფრო მეტია Warner Animation Group- ის წინა ანიმაციის წეროები-ს შედეგზე (435 000 დოლარი 2016 წელს). ფიმის შემოსავალმა 23 მილიონ დოლარს მიაღწია და მეორე ადგილზე გავიდა ღამის სკოლის სალაროებში.[14] მეორე შაბათ-კვირას მან 14,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მესამე კვირას - 9,1 მილიონი დოლარი. ფილმის შემოსავალი კვირდან-კვირამდე დაახლოებით 37%-ით იკლებდა.[15][16]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Wakeman, Gregory. (September 28, 2018) Is 'Smallfoot' based on a book?. ციტირების თარიღი: October 8, 2018.
- ↑ Cook, Tommy. (October 5, 2018) Director Karey Kirkpatrick Reveals How Current Events Shaped 'Smallfoot'. Collider.com. ციტირების თარიღი: October 8, 2018.
- ↑ Kit, Borys (May 11, 2017). „Channing Tatum, Zendaya, Gina Rodriguez Lead Voice Cast for Yeti Tale 'Smallfoot'“. The Hollywood Reporter (ინგლისური). ციტირების თარიღი: May 12, 2017.
- ↑ Warner and Imageworks Deliver More than Babies in 'Storks' (September 22, 2016). ციტირების თარიღი: November 24, 2018.
- ↑ Sony Imageworks provides big effects, animation for Warner's Smallfoot (October 3, 2018). ციტირების თარიღი: November 24, 2018.
- ↑ Warner Bros. Unveils 'Smallfoot' Teaser Trailer (November 22, 2017). ციტირების თარიღი: November 28, 2017.
- ↑ 'Smallfoot': Singing with Sasquatch & Friends (September 3, 2018). ციტირების თარიღი: November 25, 2018.
- ↑ Smallfoot: Original Motion Picture Soundtrack. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 3, 2018. ციტირების თარიღი: October 3, 2018
- ↑ Hopewell, John (June 14, 2016). „Annecy: Warner Animation Group Sets 'Smallfoot' For a Spring 2018 Release“. Variety. ციტირების თარიღი: May 12, 2017.
- ↑ Chuck E. Cheese's All You Can Play TV Commercial, 'Smallfoot Collectible'. ციტირების თარიღი: October 7, 2018.
- ↑ Bromwich, Jonah (September 25, 2018). „Zendaya Is Meechee Is a Post-Vine Vine“. The New York Times. ციტირების თარიღი: November 25, 2018.
- ↑ "Smallfoot (2018)". Box Office Mojo. Retrieved January 7, 2019.
- ↑ Faughnder, Ryan. (September 26, 2018) Kevin Hart and Tiffany Haddish's 'Night School' to battle 'Smallfoot' for box office crown. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: September 26, 2018.
- ↑ D'Alessandro, Anthony. (September 30, 2018) 'Night School' Top Of The Weekend's Box Office Class With $28M; Best Opening For A Comedy So Far This Year. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: September 30, 2018.
- ↑ D'Alessandro, Anthony. (October 9, 2018) 'Venom' Flies To Near $90M; 'A Star Is Born' Has Rhythm With $51M As Monday Fall Holidays Propel Box Office. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: October 9, 2018.
- ↑ D'Alessandro, Anthony. (October 14, 2018) 'Sony Swings Past $1 Billion As 'Venom' Bites $35M+; 'First Man' Lands Third With $16M+ – Sunday AM. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: October 14, 2018.