წედისური მრგვალმარცვალა
წედისური მრგვალმარცვალა — ქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.
გამოყვანილია 1950 წელს სელექციონერ ვასილ ბესტავაშვილის მიერ შასლასა და ჩინურის შეჯვარებით.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თხელ ჯაგრისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, მხრიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალოზე მსხვილია, მრგვალი ან ოდნავ ოვალური ფორმის, მომწვანო-მოყვითალო, თხელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული. კანი საშუალო სისქისაა. რბილობი მკვრივია, ხორციანი და ნაკლებ წვნიანი, საკმაოდ ტკბილია, სასიამოვნო გემოთი.
წედისური მრგვალმარცვალა სიმწიფეში აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-18%-ს, ხოლო მჟავნიანობა — 9.2-4.0 გ/ლ-ს.
მტევნები ლამაზი გარეგნობით გამოირჩევა. მაღალხარისხიანი სასუფრე ყურძენია, როგორც გემური თვისებებით, ასევე კარგი ტრანსპორტირების უნარით.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 563