წაღვერის ციხე უზნარიანი — ციხესიმაგრე ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის მიდამოებში.

ციხის ხედი

ციხე მდინარე გუჯარულას მარცხენა მაღალ ქარაფზეა აღმართული. ციხის სახელწოდება უნდა მოდიოდეს მცენარის სახელიდან - უზანი, უზნი. ციხე კლდესთან არის შეზრდილი და გზიდან ერთ მთლიან მასივად წარმოგვიდგება. იგი სამი მხრიდან თითქმის მიუვალია. მის მთავარ ნაწილს წარმოადგენს მძლავრი ზურგიანი კოშკი და მასზე მიშენებული გალავანი. შედარებით ადვილად მისადგომი მხარეები სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გალავნის მეორე რიგით არის გამაგრებული.

საკმაოდ დაზიანებული, რვა მეტრი სიმაღლეზე შემორჩენილი ზურგიანი კოშკი ნაგებია საგანგებოდ შერჩეული, ერთმანეთთან კარგად მორგებული ფლეთილი ქვით, სქელ კირ-დუღაბზე. ასევე ძლიერ დაზიანებულ და ფრაგმენტულად შემორჩენილ გალავნის წყობაში უფრო მცირე ზომის ქვებია გამოყენებული. ხსნარი გამომშრალია. გალავნით შემოზღუდულია დაახლოებით 16X10 მ-ის ფართობის ტერიტორია. ციხეში შემორჩენილია ნაგებობათა კვალი. ციხეს ადრეფეოდალური ხანის ნაგებობებისათვის დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია. იგი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზეა აგებული და ბუნებრივადაც საკმაოდ დაცულია. ციხის ტერასაზე 1911 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა სპილენძ-ბრინჯაოს სამაროვანი დაადასტურა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11093