ძმები მილადინოვები

ძმები დიმიტრი (დ. 1810, სტრუგა — გ. 23 იანვარი, 1862, სტამბოლი) და კონსტანტინ (დ. 1810, სტრუგა — გ. 18 იანვარი, 1862, სტამბოლი) მილადინოვები — XIX საუკუნის ბულგარეთის კულტურული აღორძინების ეპოქის მოღვაწეები.

დიმიტრი მილადინოვი
მშობლიური სახელი Димитар Миладинов
დაბადების თარიღი 1810
სტრუგა
გარდაცვალების თარიღი 1862 წლის 23 იანვარი
სტამბული
მოქალაქეობა ოსმალეთის იმპერია
მშობლები მამა: ქრისტო მილადინოვი
დედა: სულთანა მილადინოვა
კონსტანტინ მილადინოვი
მშობლიური სახელი Константин Миладинов
დაბადების თარიღი 1810
სტრუგა
გარდაცვალების თარიღი 1862 წლის 18 იანვარი
სტამბული
მოქალაქეობა ოსმალეთის იმპერია
მშობლები მამა: ქრისტო მილადინოვი
დედა: სულთანა მილადინოვა

ძმები მილადინოვები დაიბადნენ ქრისტო მილადინოვისა და მისი მეუღლის, სულთანა მილადინოვას დიდ ოჯახში. მათ ჰყავდათ რვა შვილი: დიმიტრი და კონსტანტინე, ნაომი, ტანე, მათე, აპოსტოლი, ანა და კრესტა.

მოღვაწეობა

რედაქტირება

ორივე ძმა გახლდათ ბულგარეთის ეროვნული აღორძინების ეპოქის მნიშვნელოვანი ფიგურა.

ძმები მილადინოვების კრებული

რედაქტირება

კონსტანტინ მილადინოვი მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა სლავურ ფილოლოგიას და იქ დარჩა 1860 წლამდე, უნივერსიტეტის დამთავრდებადე, შემდეგ კი ვენაში შეხვდა იოსებ შტროსმაიერს, რომელიც მას ბულგარული ხალხური სიმღერების გამოცემაში დაეხმარა.

კრებული სახელწოდებით „ბულგარული ხალხური სიმღერები. შეგროვებული ძმები დიმიტრი და კონსტანტინ მილადინოვებისა და გამოცემული კონსტანტინის მიერ. ზაგრებში. ა. იაკიჩის სტამბაში, 1861“ („Бѫлгарски народни пѣсни. Собрани отъ братья Миладиновци, Димитрıя и Константина и издадени отъ Константина. Въ Загребъ. Въ книгопечатница-та на А. Якича, 1861“)[1][2][3] გამოიცა ზაგრებში 1861 წელს. ის შედგებოდა 660 ბულგარული ხალხური სიმღერისგან, რომელიც შეკრებილი იყო ბალკანეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ სლავურ ოლქებში.

კონსტანტინ მილადინოვის პოეზია

რედაქტირება

კონსტანტინ მილადინოვის პოეზია აღსავსე იყო სოციალური და ეროვნული მოტივებით.

გარდაცვალება

რედაქტირება

1861 წელს კონსტანტინმა დატოვა ზაგრები და გაემგზავრა ბელგრადში, სადაც შეიტყო, რომ მისი ძმა, დიმიტრი სტამბულის ციხეში იმყოფებოდა.

ამის შემდეგ ის წავიდა სტამბოლში, სადაც დააპატიმრეს თურქებმა, დადეს ბრალი ჯაშუშობაში და ჩასვეს ციხეში. 1862 წელს სტამბოლის ციხეში მყოფი ძმები კონსტანტინ და დიმიტრი მილადინოვები გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება