ძილის პარალიზი

ძილის პარალიზი (დამბლა) — ფენომენი, რომელიც ხდება ადამიანის ჩაძინებისას ან გაღვიძებისას, როდესაც მას არ შეუძლია მოძრაობა, ლაპარაკი ან რეაგირება, ვინაიდან პარალიზებულია. ამას ხშირად მოჰყვება საშიში ჰალუცინაციები. ეს მოვლენა გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე და არ არის საშიში სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის. მსოფლიოს მოსახლეობის 8%-ს სულ მცირე, ერთხელ, მაინც განუცდია ძილის პარალიზი.

ძილის პარალიზი (დამბლა)
John Henry Fuseli - The Nightmare.JPG
„ღამის კოშმარი“, იოჰან ჰენრიხ ფიუსლი (1781) — ძილის პარალიზის კლასიკური ილუსტრირება, დემონის გამოჩენის სახით.
დარგი ძილის მედიცინა
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 12182
ICD-10 G47.8{{{2}}}.{{{3}}}, G83.8{{{2}}}.{{{3}}}
MeSH D020188

გამომწვევი მიზეზებირედაქტირება

ძილის პარალიზი (დამბლა) უმეტესად გამოწვეულია ძილის უკმარისობით ან მემკვიდრეობითობით, თუმცა დაკავშირებულია სხვა დარღვევებთანაც, როგორებიც, მაგალითად, არის სტრესი და შფოთვა. ძილის პარალიზის შანსს კიდევ უფრო ზრდის გულაღმა წოლა ძილისას. მეცნიერებს სჯერათ, ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზია თვალების სწრაფი მოძრაობის, სწრაფი ძილის, პერიოდის გაწყვეტა.

ნიშნები და სიმპტომებირედაქტირება

ძილის პარალიზის დროს ხშირია ზმუილის, სისინისა და ზუზუნის ხმების გაგება, ასევე სხვა მოჩვენებითი ხმების: საუბარი, ჩურჩული, ღრიალი. ამ ხმებს თან ახლავს ძლიერი ემოციები, როგორებიცაა შიში და პანიკა. ზოგიერთებს ასევე ჰქონიათ შეგრძნება, თითქოს დაფრინავდნენ ან ვიღაც საწოლიდან ათრევდათ.

ხშირად ძილის პარალიზის დროს ტვინი ქმნის რეალისტურ ჰალუცინაციებს, მაგალითად, რამე ბნელი ფიგურის შემოსვლას ოთახში ან მის გამოჩენას ფანჯრის მიღმა, ასევე წარმოსახული არაამქვეყნიური არსების მიერ შეშინებას ან გაგუდვას, რომელსაც ახასიათებს მკერდზე დაწოლის, სიმძიმის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება. ეს ჰალუცინაციები ძილის პარალიზის პერიოდში იწვევს ბევრ ფსიქოლოგიურ სიმპტომს, რომლებიც ააქტიურებს ადამიანის გადარჩენის ინსტინქტს, ანუ შებრძოლების ან გაქცევის უნარს, თუმცა უშედეგოდ, რადგან მოძრაობა, როგორც წესი, შეუძლებელია.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება