ძიგა ვერტოვი
ძიგა ვერტოვი (რუს. Дзига Вертов; ნამდვილი სახელი და გვარია დავიდ აბელევვიჩ კაუფმანი, რუს. Дави́д А́белевич Ка́уфман, ასევე ცნობილი როგორც დევიდ კაუფმანი; დ. 2 იანვარი, 1896 — გ. 12 თებერვალი, 1954) — საბჭოთა დოკუმენტური კინოს პიონერი, კინოქრონიკის რეჟისორი და კინოს თეორეტიკოსი. მისმა კინოტექნიკამ და თეორიებმა გავლენა მოახდინა Cinéma vérité-ს დოკუმენტურ კინოსტილსა და ძიგა ვერტოვის ჯგუფზე, რადიკალურ კინომწარმოებელთა ჯგუფზე, რომელიც 1968-1972 წლებში იყო აქტიური. ვერტოვი მიეკუთვნებოდა კინოკების კოლექტივს, ელიზავეტა სვილოვასა და მიხაილ კაუფმანთან ერთად.
ძიგა ვერტოვი | |
---|---|
ძიგა ვერტოვი 1913 წელს | |
დაბადების სახელი | დევიდ აბელევიჩ კაუფმანი |
დაბადების თარიღი |
2 იანვარი, 1896 ბელოსტოკი, გროდნოს გუბერნია, რუსეთის იმპერია (დღევანდელი პოლონეთი) |
გარდაცვალების თარიღი |
12 თებერვალი, 1954 (58 წლის) მოსკოვი, რსფსრ, საბჭოთა კავშირი, (დღევანდელი რუსეთი) |
ეროვნება | |
საქმიანობა | კინორეჟისორი, კინოს თეორეტიკოსი |
აქტიური | 1917-1954 |
ცნობილი ნაშრომები | კაცი კინოკამერით |
მეუღლე(ები) | ელიზავეტა სვილოვა (1929-1954) |
ნათესავები |
ბორის კაუფმანი (ძმა) მიხაილ კაუფმანი (ძმა) |
2012 წელს Sight & Sound-ის გამოკითხვაში კრიტიკოსებმა ვერტოვის ფილმი კაცი კინოკამერით (1929) ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორის მე-8 ადგილზე დაასახელეს.[1]
ვერტოვის უმცროსი ძმები: ბორისი და მიხაილიც კინომწარმოებლები იყვნენ, ისევე როგორც მისი ცოლი, ელიზავეტა სვილოვა.[2]
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებადავიდ აბელევიჩ კაუფმანი 1896 წლის 2 იანვარს ბელოსტოკში, (პოლონეთი, იმ დროისთვის რუსეთის იმპერიის ნაწილი) ებრაული წარმოშობის ოჯახში დაიბადა. 1918 წლის შემდეგ კაუფმანმა ებრაული სახელი დავიდი და მამის სახელი აბელევიჩი რუსულ ვარიანტად, დენის არკადიევიჩად გადააკეთა.[3] ვერტოვი ბელოსტოკის კონსერვატორიაში მუსიკას სწავლობდა, სანამ 1915 წელს გერმანიის საიმპერატორო არმიის შემოჭრის შემდეგ მისი ოჯახი მოსკოვში გადასახლდებოდა. მალე კაუფმანები პეტროგრადში დასახლდნენ, სადაც ვერტოვმა ლექსების, სამეცნიერო-ფანტასტიკისა და სატირის წერა დაიწყო. 1916-1917 წლებში ვერტოვი სანქტ-პეტერბურგის ფსიქონეიროლოგიურ ინსტიტუტში მედიცინას სწავლობდა, ხოლო თავისუფალ დროს „ხმის კოლაჟს“ შეისწავლიდა. ამ პერიოდში მან „ძიგა ვერტოვი“ დაირქვა.[4]
ადრეული ნაშრომები
რედაქტირებავერტოვი ადრეული პერიოდის ნამუშევრებითაც ცნობილია, რომლებსაც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას წერდა. ნამუშევრები კამერის ობიექტივის აღქმით ხასიათს შეეხებოდა, რომელსაც ის „მეორე თვალს“ უწოდებდა. ვერტოვის ადრეული ნაშრომების დიდი ნაწილი არ გამოქვეყნებულა და მეორე მსოფლიო ომს მათგან მცირე ნაწილი გადაურჩა. ვერტოვი ცნობილია აღქმისა და ქუალიის ხასიათთან შედარებით მისი არაეფექტურობის შესახებ გამონათქვამებით.[5]
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ
რედაქტირებაბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, 22 წლის ვერტოვმა კინო-კვირის (Кино-Неделя − მოსკოვის კინოინსტიტუტის ყოველკვირეული კინოსერია და რუსეთში პირველი კინოქრონიკა) მონტაჟი დაიწყო, რომელიც 1918 წლის ივნისში გამოვიდა. კინო-კვირისთვის მუშაობის დროს ვერტოვი მომავალ მეუღლეს, კინორეჟისორსა და მემონტაჟეს, ელიზავეტა სვილოვას შეხვდა, რომელიც იმ დროისთვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში მემონტაჟედ მუშაობდა. ვერტოვი კინო-კვირისთვის სამი წლის მანძილზე მუშაობდა.
1919 წელს ვერტოვმა დოკუმენტური ფილმისთვის „რევოლუციის იუბილე“ კინოქრონიკა შეადგინა; იმავე წელს პროექტის, „ბრძოლა ცარიცინისთვის“, გადაღებებს ხელმძღვანელობდა.[6] 1921 წელს ვერტოვმა სამოქალაქო ომის ისტორია შეადგინა. 1922 წელს რადიკალურ რუსულ ჟურნალში ხელოვნების მარცხენა ფრონტი, „სამთა საბჭომ“, რომელშიც ვერტოვი, მისი ცოლი და მემონტაჟე ელიზავეტა სვილოვა და მისი ძმა და კინოოპერატორი მიხაილ კაუფმანი შედიოდნენ, მანიფესტები გამოაქვეყნეს.[7]
Кино-Правда
რედაქტირება1922 წელს, როდესაც ჩრდილოელი ნანუკი გამოვიდა, ვერტოვმა კინო-სიმართლის კინოქრონიკა დაიწყო. კინოქრონიკას ოფიციალური სამთავრობო გაზეთის, Правда-ს მიხედვით ეწოდა სახელი. „Кино-Правда“ (ითარგმნება როგორც კინო-სიმართლე) ვერტოვის აგიტაციურ-პროპაგანდისტული მიმართულების გაგრძელება იყო. ვერტოვი 23 სერიან კინოქრონიკას პირველ ნამუშევრად მიიჩნევდა, რომელშიც მისი მომავალი კინომეთოდები იქნებოდა გამორკვეული.[8]
ბოლო წლები
რედაქტირებავერტოვის წარმატებული კარიერა 1930-იან წლებში გაგრძელდა. ფილმს „ენთუზიაზმი: დონბასის სიმფონია“ (1931), რომელშიც საბჭოთა მაღაროელებია წარმოჩენილი, „უხმო ფილმი“ ეწოდება, თუმცა გადაღების ადგილზე ჩაწერილი ხმების წყალობით მექანიკური ხმები სიმფონიის მსგავს ეფექტს ქმნის.
სამი წლის შემდეგ გამოსული „სამი წიმღერა ლენინის შესახებ“ რუსი გლეხების თვალით დანახულ რევოლუციას წარმოაჩენს. ვერტოვს ეს ფილმი გორკის კინოსტუდიამ დაუკვეთა, რომელიც ძირითადად პროპაგანდულ კინოს იღებდა. 1934 წლის ივლისიდან მაღალი რანგის საბჭოთა მოხლეებისა და უცხოელებისთვისაც, მათ შორის ჰერბერტ უელსის, უილიამ ბულიტისა და სხვებისთვის კერძო ჩვენებებს მართავდნენ. იმავე წლის აგვისტოში ფილმი ვენეციის კინოფესტივალზ აჩვენეს.[9] „ძილისპირული“, შესაძლებელია ვერტოვის უკანასკნელი ფილმი, რომელშიც მისი მხატვრული ხედვა ჩანდა, 1937 წელს გამოვიდა.
ოჯახი
რედაქტირებაძიგა ვერტოვის ძმა, ბორის კაუფმანი კინოოპერატორი იყო, რომელიც ჟან ვიგოსთან ერთად მუშაობდა ატალანტას გადაღებებისას, ხოლო შემდეგ ელია კაზანთან ერთად აშშში და ფილმისთვის, On the Waterfront, კაუფმანმა საუკეთესო ოპერატურისთვის ოსკარი მიიღო. ვერტოვის მეორე ძმა, მიხაილ კაუფმანი თავდაპირველად ძიგასთან ერთად მუშაობდა, ხოლო შემდეგ საკუთარ დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობა დაიწყო. მიხაილ კაუფმანის სარეჟისორო დებიუტი ფილმი Навесні (1929) იყო.
1923 წელს ძიგა ვერტოვი ელიზავეტა სვილოვაზე დაქორწინდა, ვისთან ერთადაც დიდი ხნის მანძილზე თანამშრომლობდა.[10]
გავლენა და მემკვიდრეობა
რედაქტირება1960-იან წლებში ვერტოვის შემოქმედებამ გავლენა იქონია cinéma vérité-ს მიმართულებაზე, რომელსაც სახელი ვერტოვის კინო-სიმართლის მიხედვით ეწოდა. 1960-70-იან წლებში ვერტოვის შემოქმედების მიმართ საერთაშორისო ინტერესი გაღვივდა.[11]
ვერტოვის დამოუკიდებელმა, ძიებითმა სტილმა ბევრ კინომწარმოებელსა და კინორეჟისორზე იმოქმედა, მათ შორის სიტუაციონისტ გი დებორსა და ჰავაიში Vertov Industries-ის დამოუკიდებელ კომპანიებზე. ძიგა ვერტოვის ჯგუფმა სახელწოდება რეჟისორის პატივსაცემად მიიღო. 1960 წელს ჟან რუშმა ზაფხულის ქრონიკის შექმნისას ვერტოვის კინოთეორია გამოიყენა.
1950-იანი წლებში ძიგა ვერტოვის შემოქმედებამ გაერთიანებულ სამეფოში თავისუფალ კინოზე, კანადაში − კანდიდის თვალის სერიებზე, 1950-1960-იან წლებში კი ჩრდილოეთ ამერიკაში პირდაპირ კინოზეგავლენა მოახდინა.[12]
ვერტოვისადმი ინტერესის გაღვიძებას საბჭოთა კავშირში მისი რეპუტაციის აღდგენამ შეუწყო ხელი, რის შემდეგაც მისი ფილმების, ბიოგრაფიული ნამუშევრებისა და ნაწერების ხელახლა გადახედვა დაიწყო. 1962 წელს ვერტოვის შესახებ პირველი მონოგრაფია გამოქვეყნდა, რასაც კრებული „ძიგა ვერტოვი: სტატიები, დღიურები, პროექტები“ მოჰყვა. 1984 წელს, ვერტოვის გარდაცვალებიდან 30 წლისთავზე ნიუ-იორკის სამმა კულტურულმა ორგანიზაციამ ვერტოვის ნამუშევრების პირველი ამერიკული რეტროსპექტივა მოაწყო.[13]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1919 Кинонеделя (Kino Nedelya/კინოკვირა)
- 1919 Годовщина революции (რევოლუციის იუბილე)
- 1922 История гражданской войны (სამოქალაქო ომის ისტორია)
- 1924 Советские игрушки (საბჭოური სათამაშოები)
- 1924 Кино-глаз (Kino-Glaz/კინოთვალი) ოპერატორი ილია კოპალინი
- 1925 Киноправда (კინოსიმართლე)
- 1926 Шестая часть мира (მსოფლიოს მეექვსე ნაწილი)
- 1928 Одиннадцатый (მეთერთმეტე წელი)
- 1929 Человек с киноаппаратом (კაცი კინოკამერით)
- 1930 Энтузиазм (Симфония Донбаса) (ენთუზიაზმი)
- 1934 Три песни о Ленине (სამი სიმღერა ლენინის შესახებ)
- 1937 Памяти Серго Орджоникидзе (სერგო ორჯონიკიძის სახსოვრად)
- 1937 Колыбельная (ძილისპირული)
- 1938 Три героини (სამი გმირი ქალი)
- 1942 Казахстан – фронту! (ყაზახეთი - ფრონტისკენ!)
- 1944 В горах Ала-Тау (ალთაის მთებში)
- 1954 Новости дня (დღის სიახლეები)
ლიტერატურა
რედაქტირებაწიგნები და სტატიები
რედაქტირება- Barnouw, Erik. Documentary: a History of the Non-fiction Film. Oxford University Press. Original copyright 1974.
- Bohlman, Philip Vilas. Music, Modernity, and the Foreign in the New Germany. 1994, pp. 121–152
- Christie, Ian. "Rushes: Pordenone Retrospective: Gazing into the Future.", in: Sight and Sound. 2005, 15, 1, 4–5, British Film Institute
- Cook, Simon. "Our Eyes, Spinning Like Propellers: Wheel of Life, Curve of Velocities, and Dziga Vertov's Theory of the Interva l." October, 2007: 79–91.
- Ellis, Jack C. The Documentary Idea: a Critical History of English-Language Documentary Film and Video. Prentice Hall, 1989.
- Feldman, Seth. "'Peace between Man and Machine': Dziga Vertov's The Man with a Movie Camera." in: Barry Keith Grant, and Jeannette Sloniowski, eds. Documenting the Documentary: Close Readings of Documentary Film and Video. Wayne State University Press, 1998. pp. 40–53.
- Feldman, Seth. Evolution of style in the early work of Dziga Vertov. 1977, Arno Press, New York.
- Graffy, Julian; Deriabin, Aleksandr; Sarkisova, Oksana; Keller, Sarah; Scandiffio, Theresa . Lines of Resistance: Dziga Vertov and the Twenties; edited and with an introduction by Yuri Tsivian. Le Giornate del cinema muto, Gemona, Udine
- Heftberger, Adelheid. Kollision der Kader. Dziga Vertovs Filme, die Visualisierung ihrer Strukturen und die Digital Humanities. Munich: edition text + kritik, 2016.
- Hicks, Jeremy. Dziga Vertov: Defining Documentary Film. London & New York: I. B. Tauris, 2007.
- Le Grice, Malcolm. Abstract Film and Beyond. Studio Vista, 1977.
- MacKay, John. "Allegory and Accommodation: Vertov's «Three Songs of Lenin» (1934) as a Stalinist Film." In Film History: An International Journal; 18.4 (2006) 376–391.
- MacKay, John. "Disorganized Noise: Enthusiasm and the Ear of the Collective."
- MacKay, John. "Film Energy: Process and Metanarrative in Dziga Vertov's «The Eleventh Year» (1928)." October; 121 (Summer 2007): 41–78.
- MacKay, John. "The 'Spinning Top' Takes Another Turn: Vertov Today."
- MacKay, John. John MacKay | Yale University - Academia.edu Drafts of Dziga Vertov: Life and Work]
- Michelson, Annette & Turvey, Malcolm, eds. "New Vertov Studies." Special Issue of October, (October 121 (Summer 2007)).
- Roberts, Graham. The Man with the Movie Camera. I. B. Tauris, 2001. ISBN 1-86064-394-9
- Singer, Ben. "Connoisseurs of Chaos: Whitman, Vertov and the 'Poetic Survey,'" Literature/Film Quarterly; 15:4 (Fall 1987): 247–258.
- Tode, Thomas & Wurm, Barbara, Austrian Film Museum, eds. Dziga Vertov. The Vertov Collection at the Austrian Film Museum, Bilingual (German-English). (Paperback – May 2006), FilmmuseumSynemaPublikationen.-- online version available here.
- Tsivian, Yuri, ed. Lines of Resistance: Dziga Vertov and the Twenties. Le Giornate del Cinema Muto, 2004. ISBN 88-86155-15-8
- Vertov, Dziga. On Kinopravda. 1924, and The Man with the Movie Camera. 1928, in: Annette Michelson ed. Kevin O'Brien tr. Kino-Eye : The Writings of Dziga Vertov, University of California Press, 1995.
- Dziga Vertov. We. A Version of a Manifesto. 1922, in Ian Christie, Richard Taylor eds. The Film Factory: Russian and Soviet Cinema in Documents, 1896–1939 Routledge, 1994. ISBN 0-415-05298-X
- Warren, Charles, ed. Beyond Document: Essays on Nonfiction Film. Wesleyan University Press, 1996.
- DVD
- Dziga Vertov's Man with the Movie Camera DVD, audio commentary track by Yuri Tsivian.
- Entuziazm (Simfonija Donbassa) DVD, restored version and unrestored version plus documentary on Peter Kubelka's restoration.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ძიგა ვერტოვი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Man with the Movie Camera, scored by the Alloy Orchestra in 1995 YouTube-ზე
- Senses Of Cinema: Dziga Vertov
- Dziga Vertov's Kino-Eye and Three Songs About Lenin at UBUWEB
- Newsreels by Vertov on europeanfilmgateway.eu
- A biography of Vertov საიტზე Wayback Machine (archived 18 June 2010) , by John MacKay, Yale University
- Kino Eye (1924), scored by Robert Israel in 1999 YouTube-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Sight & Sound Revises Best-Films-Ever Lists“. studiodaily. 1 August 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 1 August 2012.
- ↑ McClane, Betsy A. (2013). A New History of Documentary Film, 2nd, New York: Bloomsbury, გვ. 42, 47.
- ↑ Early Soviet Cinema; Innovation, Ideology and Propaganda by David Gillespie Wallflower Press London 2005, page 57
- ↑ Documentary Film: A Very Short Introduction: A Very Short Introduction by Patricia Aufderheide; Oxford University Press, 28 November 2007, page 37
- ↑ „Dziga Vertov“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 2 January 2018.
- ↑ Hicks, Jeremy. (2007). Dziga Vertov : defining documentary film. London: I.B. Tauris, გვ. 55. ISBN 9781435603523. OCLC 178389068.
- ↑ Paul Rotha (1930). The film till now, a survey of the cinema. Jonathan Cape, გვ. 167–170.
- ↑ Jay Leyda (1960). Kino: A History of the Russian and Soviet Film. George Allen & Unwin, გვ. 161–162.
- ↑ MacKay, John (2012). „Allegory and Accommodation: Vertov's Three Songs of Lenin (1934) as a Stalinist Film“, Russian Avant-Garde and Radical Modernism: An Introductory Reader. Academic Studies Press, გვ. 420. ISBN 9781618111425.
- ↑ https://eprints.soton.ac.uk/367302/1/C%2520Penfold%2520Thesis.pdf
- ↑ Barnouw, Erik. Dziga Vertov - Director - Films as Director:, Publications.
- ↑ Dancyger, Ken (2002) The technique of film and video editing: history, theory, and practice, by Ken Dancyger. ISBN 9780240804200.
- ↑ Monaco, James (1991). The Encyclopedia of Film (en). Perigee Books, გვ. 552. ISBN 9780399516047. „American retrospective of Vertov'.“