ძია აუ“ (რუს. Дядюшка Ау) — საბჭოთა თოჯინური ანიმაციური ფილმების სერია-ტრილოგია, შექმნილი და გამოშვებული 1979 წელს რეჟისორების, იოსებ დოუკშას, მაია ბუზინოვას, ლიდია სურიკოვას და მარია მუატის მიერ. ეფუძნება ფინელი მწერალ ჰანუ მიაკელის ამავე სახელწოდების მოთხრობას [1] (რომელიც რუსულად მწერალმა ედუარდ უსპენსკიმ თარგმნა).

ძია აუ

ანიმაციური ფილმების სერიის მთავარი პერსონაჟია ტყის კაცუნა, ძია აუ, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში ამოჰყოფს თავს. პერსონაჟს ახმოვანებს ვასილი ლივანოვი.

პირველ სერიაში ძია აუ ეკამათება საკუთარ ანარეკლს სარკეში, გაიცნობს გოგონას რიმას (რომლის სახლიც ტყესთან ახლოს დგას).

ძია აუს შეცდომა

რედაქტირება

როდესაც აუს სახლით გვერდით ხეზე ბინას იდებენ ყვავები, იგი გადაწყვიტავს, გადახედოს ბაბუის დატოვებულ წიგნს, რათა დაუმტკიცოს ახალ მეზობლებს, რომ მათ ბაბუის დროს არ უცხოვრიათ. აღმოაჩენს რა მწვანე ხის ხსენებას, შემთხვევით რგავს მას და ასხამს სუპს. ხე იზრდება და ყველაფერს ყლაპავს. აუს გადაარჩენს რიმა.

ძია აუ ქალაქში

რედაქტირება

ტყე აუს ირგვლივ ამოჩეხილია და გაშენებულია ქალაქი. აუ ზამთრის მძინარობის შემდეგ იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ სახლი დადგეს ახალი შენობის სახურავზე. ამრიგად, აუ პირველად ხედავს ქალაქს, აწყდება სხვადასხვა ელექტრომოწყობილობას, რომელთა მნიშვნელობა არ ესმის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება