ძველი გოხნარის ეკლესია

ძველი გოხნარის ეკლესია, საბროწლეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლივადის ჩრდილო-აღმოსავლეთით 4 კმ-ზე, ნასოფლარ საბროწლეს ტერიტორიაზე.

ეკლესია დარბაზულია. აგებულია კარგად დამუშავებული დიდი ზომის ქვის კვადრებით. გეგმაში ეკლესია მართკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. შესასვლელი სამხეთიდან აქვს, იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადებზე დატანილი აქვს სარკმლები. მოგვიანებით ეკლესიისათვის აღმოსავლეთიდან სათავსო (საძვალე) მიუშენებიათ. მასში ჩაყრილია ეკლესიის მოსაპირკეთებელი ქვები. ერთ-ერთ ქვაზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერის ფრაგმენტები. ეკლესიის სამხრეთით შუასაუკუნეების სამაროვნია გამართული. საფლავის ქვებზე გამოსახულებებია შემორჩენილი.

ძველი გოხნარის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5678

სქოლიო რედაქტირება