ძე კაცისა
„ძე კაცისა“ (ფრანგ. Le fils de l'homme) — ბელგიელი სიურრეალისტი მხატვარის რენე მაგრიტის ცნობილი ტილო, რომელიც მან 1964 წელს შექმნა.
ძე კაცისა | |
---|---|
Le fils de l'homme | |
ავტორი | რენე მაგრიტი |
წელი | 1964 წელი |
ტიპი | ზეთი ტილოზე |
სიმაღლე | 116 |
სიგანე | 89 |
მუზეუმი | პირადი კოლექცია |
რენემ ეს ტილო შექმნა როგორც ავტოპორტრეტი. ტილოზე გამოსახულია მამაკაცი ფრაკში და შლაპაში. იგი დგას კედელთან, მის უკან კი ჩანს ზღვა და ცა. სახეს მწვანე ვაშლი უფარავს. ვაშლი სიმბოლურად გამოხატავს ცდუნებას, რომელიც მუდმივად თან სდევდა კაცობრიობის არსებობის მანძილზე და ასე გრძელდება დღემდე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ძე კაცისა“, რენე მაგრიტი დაარქივებული 2019-08-25 საიტზე Wayback Machine.