ძეგლევის წმინდა ბარბარეს ეკლესია
ძეგლევის წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგლევში, ტყის მიდამოებში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.
ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი და რიყის ქვით.
დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ასიმეტრიული ფორმის ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. სამხრეთით ნიშაა მოწყობილი. კონქი სფერულია სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. თაღზე ასომთავრული წარწერაა. ასოები რელიეფურად და, რატომღაც, უკუღმაა გამოსახული.
აბსიდის იატაკის დონე დარბაზის იატაკთან შედარებით ორი საფეხურით მაღალია.
ეკლესიის კამარა ცილინდრულია. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. ამავე კედელში შესასვლელი იყო, რომლის ფორმის დადგენა დაზიანების გამო შეუძლებელია.
ეკლესიის სამხრეთით შემორჩენილია მინაშენის კედლის მცირე ფრაგმენტი.
ნაგებობა დეფორმიერებულია და გადაწეულია ვერტიკალური ღერძიდან.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 243–244. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.