ძალაუფლების 48 კანონი

„ძალაუფლების 48 კანონი“ (ინგლ. The 48 Laws of Power) — ამერიკელი მწერლის რობერტ გრინის პოპულარული სამეცნიერო წიგნი, რომელიც ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერადაა აღიარებული[1][2].

ძალაუფლების 48 კანონი
საერთო სათაური ინგლ. The 48 Laws of Power
ჟანრი ნონ-ფიქშენი
ავტორი რობერტ გრინი
მშობლიური ენა ინგლისური ენა
გამოცემულია 1 სექტემბერი, 2000

წიგნმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა და კულტურულ ფენომენად იქცა. მედიაში ფართოდ განიხილებოდა[3].

ზოგიერთი იდეა, რომელიც წიგნის საფუძველს დაედო, ავტორმა ჰოლივუდში მუშაობის დროს ჩამოაყალიბა. მან გავლენიანი ისტორიული მოღვაწეების საერთო თვისებები გამოყო[3].

1995 წელს რობერტ გრინი მუშაობდა მწერლად ხელოვნებისა და მედიის სკოლაში, სადაც წიგნის შემფუთავი ჯუსტ ელფერსი გაიცნო. გრინმა მას თავისი წიგნის იდეა გაუმხილა და ექვსი თვის შემდეგ ელფერსმა სთხოვა გრინს დაწერა იგი[4].

მიუხედავად იმისა, რომ გრინი არ იყო კმაყოფილი თავისი საქმით, იგი კომფორტულად გრძნობდა თავს და თვლიდა, რომ ძალიან სარისკო იქნებოდა ელფერსის წინადადებით წიგნის დაწერაში ჩაძირვა. თუმცა, იმ დროს გრინი იულიუს კეისრის ბიოგრაფიას კითხულობდა, რომელიც მისი საყვარელი წიგნი იყო და შთაგონდა კეისრის გადაწყვეტილებით, გადაეკვეთა მდინარე რუბიკონი და ებრძოლა პომპეუსთან, რითაც დაიწყო რომის სამოქალაქო ომი. ეს იყო გარდამტეხი მომენტი მის ცხოვრებაში, რის შედეგადაც დაიწერა წიგნი-ბესტსელერი „ძალაუფლების 48 კანონი“[5].

აშშ-ში წიგნის 1,2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და 24 ენაზე ითარგმნა[3]. აშშ-ს ზოგიერთ კოლეჯში როგორც პირველი კურსის სახელმძღვანელო, ისე გამოიყენება.

წიგნი აშშ-ს რამდენიმე ციხეში აკრძალული იყო[6].

  1. Greene, Robert. The 48 Laws of Power. — New York, 2000. — P. 452. — ISBN 0140280197.
  2. The New York Times Business Best Sellers
  3. 3.0 3.1 3.2 How to master 'The 48 Laws of Power'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-06. ციტირების თარიღი: 2024-07-23.
  4. American Apparel’s in-house guru shows a lighter side
  5. Robert Greene On Power Ambition Glory
  6. Books Banned in U.S. Prisons Featured at Minneapolis Art Festival