ნუგზარ ძაგნიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ძაგნიძე, ნუგზარ)

ნუგზარ ძაგნიძე (დ. 1 ივლისი, 1967, ქუთაისი21 მარტი, 2013[1]) — ქართველი მორაგბე, 15, 10 ნომერი.

თამაშობდა ქუთაისის „აიაში“ (სსრკ ჩემპიონი – 1987, 1988, 1989; მეორე პრიზიორი – 1984; მესამე პრიზიორი – 1985, თასის მფლობელი – 1987, 1990; საქართველოს ჩემპიონი – 1990, 1991, 1995), ჩოხატაურის „ჯანში“ (საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი – 1992). 1989-1995 წლებში საქართველოს ნაკრებში ითამაშა 12 მატჩი (105 ქულა, პირველმა გადალახა 100-ქულიანი ზღვარი.). ნაკრების პირველ შეხვედრაში (1989, ზიმბაბვესთან) მოიპოვა ყველა, 16 ქულა. ეროვნული გუნდის პირველი ლელოს, საჯარიმოს, გარდასახვისა და არეკნის ავტორი. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ იყო ქუთაისის “აიას” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი.

საქართველოს ნაკრებში თამაშობდა მისი ძმა ემზარიც (დ. 1 ივლისი, 1970).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გარდაიცვალა ნუგზარ ძაგნიძე. rugby.worldsport.ge (21 მარტი, 2013). ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.