ცხვედიანის თეთრა, ცხვედიანის თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ლეჩხუმიდან.

ჯიში მისი გამავრცელებლის სახელს ატარებს.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, ოვალური ან თითქმის მრგვალი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შეუბუსავია, აქა-იქ ოდნავ შეიმჩნევა თხელი აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საკმაოდ გრძელფრთიანია, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო სიდიდისაა, მომრგვალო ან თითქმის ოვალური, მწვანე-მოყვითალო ელფერით, მიხაკისფერი წინწკლებით. თხელკანიანია, საკმაოდ გამოხატული ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი წვნიანია.

ცხვედიანის თეთრა საშუალოზე ძლიერი ზრდით გამოირჩევა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან დამწიფებამდე 154 დღეა, სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის საშუალო წონა 150-185 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.6-12.8 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-7 გ/ლ-ს.

ცხვედიანის თეთრასგან მზადდება მსუბუქი და საშუალო ხარისხის სუფრის თეთრი, მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 461
  • ვაზის ჯიშები // „ჩვენი სოფელი“ : გაზეთი, თბილისი, სექტემბერი, 2021, № 66, გვ. 9.