ცხავათის წმინდა გიორგის ეკლესია

ცხავათის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავათში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი დგას სოფლის აღმოსავლეთით, ადგილ „ხატის ქედთან“, მრავალწლიანი ცაცხვის ძირში, სასაფლაოს ცენტრში. მცირე ზომის სწორკუთხასაკურთხევლიანი დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის და ფორმის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. სარკმელი მხოლოდ აღმოსავლეთ კედელში შეიმჩნევა, თუმცა ამჟამად ისიც ამოვსებულია გარედან მოწოლილი გრუნტით. დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩადგმულია ქვევრი. საფიქრებელია, რომ ძეგლის გადახურვა ხის კონსტრუქციებს ეყრდნობოდა, რადგან ამჟამად შემორჩენილია რამდენიმე ხის მორი. ძეგლის ფასადები სადაა. ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე მთლიანად შეჭრილია ფერდობში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება