ცხავათის ლომთის ეკლესია
ლომთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავათში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
მცირე ზომის სწორკუთხასაკურთხევლიანი დარბაზული ეკლესია საშუალო ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. კარი გაჭრილია სამხრეთით. გადახურვა და კედლების ნაწილი მთლიანად ჩაქცეულია. მიწის დონე აწეულია დაახლოებით ერთ მეტრზე. ეკლესიაში ამოსულია ორი დიდი მუხა. დანგრეულია ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 232. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.