ცხავათის კვირაცხოვლის ეკლესია

ცხავათის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავათში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლიდან ჩრდილოეთით 3 კმ-ზე, ცხავატურას ხევში, ადგილ კაროეთში დგას მცირე დარბაზული ეკლესია. ეკლესიის გადახურვა ჩანგრეულია. საკურთხეველი სწორკუთხაა, თითო პატარა ნიშა საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია მოთავსებული. სარკმლები გაჭრილია აღმოსავლეთით და დასავლეთით. კარი სამხრეთ კედელშია დატანებული. ეკლესიის ტერიტორია გარშემოვლებულია გალავნით. წრიული გალავნის სიმაღლე ზოგან ერთ მეტრს აღწევს, დიდი ნაწილი კი დანგრეულია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება