ცუცუბნის წმინდა თევდორეს ეკლესია
ცუცუბნის წმინდა თევდორეს ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ერთაწმინდიდან 1,5-2 კმ-ზე. ცხირეთისკენ მიმავალ გზაზე, ე. წ. ცუცუბანში. ადგილობრივების გადმოცემით ამ ადგილს ადრე ხუცუბანს უწოდებდნენ. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ნაგებობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კედლების ზემოთა ნაწილები, დაკარგულია ლავგარდნის ყველა ქვა. კედლები ერთი მეტრის სიმაღლეზე მიწითაა დაფარული.
ეკლესია დარბაზულია (8,2 X 4,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფერის ქვებით. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. იგი დიდი ზომის (2,15 X 0,95 მ) რუხი ფერის არქიტრავითაა გადახურული. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. საკურთხეველში ჩანს მოხატულობის კვალი. ფასადების კედლები ნაწყობია რუხი ფერის ფილაქვით. ჰორიზონტალური რიგები ყველგან დაცულია. კუთხეები საგანგებოდ არის გამოყვანილი მომწვანო ფირუზისფერი კვადრებით. ასეთივე ფერის ქვები გამოყენებულია აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.