ცოცხალი ჭადრაკი
ცოცხალი ჭადრაკი — საჭადრაკო პარტიის თეატრალიზებული წარმოდგენა. იმართება დიდ ზომის საჭადრაკო დაფაზე, ღია ცის ქვეშ დიდ მოედანზე ან გადახურულ დარბაზში.
დოკუმენტური წყაროების მიხედვით ცოცხალი ჭადრაკის პირველი წარმოდგენა 1408 წელს, გრანადის არაბმა მმართველმა, მუჰამედმა გამართა.
1923 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, სექტემბრის მეორე კვირას, იტალიაში ვენეციასთან ახლოს, ქალაქ მაროსტიკაში იმართება ცოცხალი ჭადრაკის თეატრალიზებული წარმოდგენა. ლეგენდარული თამაშის ისტორიას 1454 წელს ლედის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ორ ახალგაზრდა ჯენტლმენს შორის გამართული ცოცხალი საჭადრაკო ბრძოლაც შემორჩა.
2004 წელს Metrocon-მა შექმნა და გამოუშვა ცოცხალი ჭადრაკის თამაშის პირველი ანიმე. ეს იყო სცენარიზებული და ქორეოგრაფიული ნომრებით დატვირთული ბრძოლა.