ცოფიანი ძაღლი და გლორი
ცოფიანი ძაღლი და გლორი (ინგლ. Mad Dog and Glory) - 1993 წლის ამერიკული კრიმინალური კომედია, გადაღებული რეჟისორ ჯონ მაკნოტონის მიერ. მთავარ როლებში რობერტ დე ნირო, ბილი მიურეი და უმა თურმანი
„ცოფიანი ძაღლი და გლორი“ | |
---|---|
ჟანრი | კომედია, მელოდრამა |
რეჟისორი | ჯონ მაკნოტონი |
პროდიუსერი | მარტინ სკორსეზე, ბარბარა დე ფინა, სტივენ ა. ჯონსი |
სცენარის ავტორი | რიჩარდ პრაისი |
როლებში | რობერტ დე ნირო, ბილი მიურეი, უმა თურმანი |
კომპოზიტორი | ელმერ ბერნშტაინი, ტერფ რიპდალი |
სტუდია | Universal Studios |
დისტრიბუტორი | Universal Studios |
პრემიერა | 3 მაისი, 1993 |
ხანგრძლივობა | 97 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 19 მილიონი $[1] |
შემოსავალი | 10,688,490 $ |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმის მთავარი გმირი უეინ დობი (რობერტ დე ნირო) პოლიციაში მუშაობს. იგი ფოტოგრაფია, არ დასდევს დამნაშავეებს და ჩხუბიც არ შეუძლია, ამიტომაც მეგობრები ხუმრობით ცოფიან ძაღლს ეძახიან. ერთხელ ღამე შემთხვევის ადგილზე მივა, ფოტოებს გადაიღებს და იმავე უბანში მაღაზიაში გაისეირნებს. იქ ერთ ბანდიტს, ადგილობრივი მაფიოზი ფრენკ მილო ბილი მიურეი ყავს მძევლად აყვანილი. უეინი გააგდებს ბანდიტს და პოლიციაში დარეკავს, ამასობაში ფრენკ მილოც გაუჩინარდება.
მეორე დღეს უეინს ბარში დიდი კაცი ჰაროლდი დაადგება, ეტყვის რომ მისმა ბოსმა და კლუბ „კამიკაძეში“ დაპატიჟა. ადგილზე მისული პოლიციელი აღმოაჩენს რომ მისი გადარჩენილი უბნის მაფიოზი ფრენკ მილოა, რომელიც მადლობა გადაუხდის და ერთი კვირით თავისი ბარის მიმტანს გლორიას (უმა თურმანს) გაუგზავნის. გლორია თავისი ძმის ვალის გამო იძულებულია მილოსთან იმუშაოს და ყველაფერი შეასრულოს. უეინს გოგოს უკან დაბრუნება სურს, მაგრამ გლორია თხოვს რომ დაიტოვოს, თორემ ფრენკი ვალს გაუზრდის.
უეინის მეზობელი ზორბა პოლიციელი ცოლს ცემს, დობი შეეცდება მის შეჩერებას, მაგრამ არაფერი გამოუვა და მეგობარ მაიკს ეტყვის, რომელიც მოძალადეს გააგდებს. „თუ არ გაქვს სიმამამცე, პატივიც არ გექნება“ - დაარიგებს მეგობარს და უეინიც შეიცვლება.
ერთი კვირის მანძილზე ის და გლორია ერთად დროს ატარებენ, დაუახლოვდებიან ერთმანეთს და შეუყვარდებათ. ფრენკი უეინს განყოფილებაში დაადგება, სადაც როგორც ჩანს შინაურულად გრძნობს თავს. შეახსნებს რომ ორშაბათს გოგოს წასაყვანად უნდა მივიდეს. უეინს კი გლორია შეუყვარდა და დაბრუნებას არ აპირებს.
ორშაბათს მაფიოზი თავის ხალხთან ერთად სახლში მიადგება უეინს, გლორიას წასაყვანად. დიდი ჰაროლდი პოლიციელის სახლში შეიპარება, მაგრამ იქ მაიკი დახვდება და იჩხუბებენ. მაფიოზი გოგოს სანაცვლოდ 40 ათასს მოსთხოვს, რადგანაც 75 ათასი აქვს ვალი, მაგრამ როგორც მეგობარს დაუკლებს. სამ დღეს მისცემს ვადას და წავა. უეინი მხოლოდ 23,5 ათასს შეაგროვებს და დათქმულ დროს ფრენკს დაელდოება.
სამი დღის შემდეგ მაფიოზი თავის გორილებთან ერთად დაადგება და პოლიციელს წაყვანას დაუპირებს. ამ დროს უეინის მეგობრები მაიკის მეთაურობით მოვლენ და მაფიოზის გორილებს დაადგებიან. ფრენკი აუხსნის რომ ასე არაფერი გამოუვათ, გოგოს თავს არასოდეს დაანებებს და მაინც წაართმევს. უეინი ორთაბრძოლას შესთავაზებს, ჯერ მაფიოზი მოერევა, შემდეგ კი პოლიციელი. ჩხუბისას გლორია მოირბენს და ეტყვის რომ წაყვება ფრენკს, ოღონდ უეინს თავი დაანებოს. ფრენკი გადაწყვეტს რომ გლორია დარჩეს პოლიციელთან და სამუდამოდ თავს დაანებებს.
მსახიობები
რედაქტირებამსახიობი | როლი |
---|---|
რობერტ დე ნირო | უეინ დობი "ცოფიანი ძაღლი" |
ბილი მიურეი | ფრენკ მილო |
უმა თურმანი | გლორია |
დევიდ კარუზო | მაიკი |
კეტი ბეიკერი | ლი |
მაიკ სტარი | ჰაროლდი |
ჯილდოები
რედაქტირებაპრემია | წლები | კატეგორია | ნომინაცია | შედეგი |
---|---|---|---|---|
Cahiers du Cinéma | 1993 | საუკეთესო ფილმი | ჯონ მაკნოტონი | ნომინაცია |
New York Film Critics Circle Awards | 1993 | მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი | ბილი მიურეი | ნომინაცია |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ford, Luke. (March 5, 2002) Profile of Producer Steven A. Jones. ციტირების თარიღი: January 17, 2014