ცოდნა (საზოგადოება)
საზოგადოება „ცოდნა“ (სრული სახელი: საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „საზოგადოება ცოდნა“) — საგანმანათლებლო-საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში.
1991 წლიდან „საზოგადოება ცოდნა“ საერთაშორისო ასოციაციის წევრია, რომელშიც გაწევრიანებული არიან „ცოდნის“ სისტემის ორგანიზაციები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ამ კავშირების მეოხებით „საზოგადოება ცოდნა“ ყოველწლიურად რამდენიმე ნაშრომს გამოსცემს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აწარმოებს სამეცნიერო, კულტურულ საგანმანათლებლო ინფორმაციისა და ლექტორთა გაცვლას.
2007 წელს „საზოგადოება ცოდნამ“ მიიღო აკრედიტაცია განათლების სამინისტროსგან და 2008 წლის სექტემბრიდან იწყებს ფარმაცევტის სპეციალობაზე აბიტურიენტების მიღებას.