ციხისოფლის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისოფელში. აგებულია შუა საუკუნეებში.

მდინარე ალეურას ხეობაში, ბორცვზე მდებარე ციხიდან შემორჩენილია ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი კედლების მცირე ნაწილი. გეგმარების ღერძი ვითარდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. უკიდურეს დასავლეთ ნაწილში დგას ზურგიანი კოშკის ნანგრევი, რომელიც შემორჩენილია სამი სართულის დონეზე. ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლები მთლიანად ჩამონგრეულია. კოშკს სათოფურები არ გააჩნია. ციხის აღმოსავლეთ კედელში ჩართულია დიდი ზომის მრგვალი კოშკი, რომელიც შემორჩენილია ორი სართულის დონეზე. აღმოსავლეთი კედელი ჩამოქცეულია.

კოშკის პირველი სართულის სამხრეთ კედელში მოწყობილია სწორკუთხა ნიშა, ასეთივე წყვილი ნიშაა მეორე სართულის დასავლეთ კედელშიც. ციხე და კოშკები ადგილობრივი წარმოშობის დიდი ზომის, ნაცრისფერი ქვითაა ნაგები. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით. გალავანს შიგნით იკითხება რამდენიმე ნაგებობის კვალი. ერთ-ერთი ნაგებობის ინტერიერში კედლები დაყოფილია ნიშების რიგით. შესაძლოა ეს სასახლის ფრაგმენტებია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება