ციხისოფლის მთავარანგელოზის ეკლესია

ციხისოფლის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ხუროთმოძღვრული ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისოფელში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

მდინარე ალეურის მარცხენა ნაპირას, მთაზე მდებარე ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის მოთეთრო-მოყვითალო ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული, სწორკუთხასაკურთხევლიანი ეკლესია, გეგმით ასევე სწორკუთხა მოხაზულობისაა, საკურთხევულის ცენტრში გაჭრილი ვიწრო, სწორკუთხა სარკმლითა და ჩრდილოეთით ერთი ნიშით. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. ნაგებობა დაზიანებულია. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ეკლესიის გარშემო გალავანია, რომელიც ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვით. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება