ციხისოფლის ზურგიანი კოშკი

ციხისოფლის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისოფელში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

მთაზე აღმართული ზურგიანი კოშკი უხეშად დამუშავებული, სხვადასხვა ზომის ადგილობრივი ჯიშის ქვითაა ნაგები. შვიდსართულიანი კოშკის ბოლო სართულის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. არქიტრავული შესასვლელი სწორ კედელში, მეორე სართულზეა გაჭრილი. სარკმლები ყველა სართულზე დატანებული და განლაგებულია ერთ ვერტიკალურ ღერძზე. კოშკის სამი დანარჩენი კედელი ყრუა. იგი სათვალთვალო დანიშნულებისაა და მოკლებულია საბრძოლო ელემენტებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება