ციხესიმაგრე კარასუ
ციხესიმაგრე კარასუ (აზერ. Qarasu qalası) — ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის შარურის რაიონის სოფელ გიუმიშლის მახლობლად მდებარე ჩვენს ერამდე II – I ათასწლეულების კუთვნილი ციხესიმაგრე, რომლის ფართობი შეადგენს 5 ჰექტარს.
ციხესიმაგრე კარასუ აზერ. Qarasu qalası | |
---|---|
მდებარეობა | შარური, აზერბაიჯანი |
თარიღდება | II – I ათასწლეული ჩვენს ერამდე |
ტერასებზე აგებული დიდებული კედლები ციხეს ორად ყოფს. ქვედა ტერასაზე მდებარე ნაწილის კედლები აგებულია დიდი ქვებისგან. შიდა ციხესიმაგრე (ნარინკალა) განლაგებულია მთაზე, 50 – 60 მეტრის მოშორებით. ნარინკალას კედლები მცირე ზომის ქვებისგან არის აგებული. ციხის შიგნით აღმოჩენილია გათლილი ქვისგან აგებული შენობის ნაშთები.
ციხესიმაგრე კარასუ მიეკუთვნება აზერბაიჯანის ძველ ციკლოპიურ შენობებს.ციხის შიგნით კლდეებს შორის ასევე აღმოაჩინეს რამდენიმე წყალსაცავი აუზი.
არქეოლოგიური გათხრებების დროს ციხის ტერიტორიიდან ამოიღეს სალესი ქვები, ობსიდიანსა და კაჟის ფირფიტები, თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს სამაჯურები და ადრეული რკინის ხანის კუთვნილი ისრის ბუნიკები, რაც არის დამახასიათებელი „შეღებილი ჭურჭლის“ კულტურისთვის.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Naxçıvan abidələri ensiklopediyası", Naxçıvan, AMEA Naxçıvan bölməsi, 2008, səh. 257.