ციტო, იგივე „შვეიცარია-საქართველოს ერთობლივი სამედიცინო ცენტრი“ — სამედიცინო ცენტრი, რომელიც დაარსდა 1996 წელს. ციტო აღჭურვილია შვეიცრული (როშის) და ფრანგული (ბიომერიო) ფირმების ულტრათანამედროვე ლაბორატორიის ანალიზატორებით, რეაქტივებით, რეაგენტებით და სხვა მასალით. გენერალური დირექტორია ნ. შავდია. ციტოს საქმიანობის სფერო მოიცავს სამედიცინო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ფართო სპექტრს: ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალური ცვლის, ჰორმონების, ფერმენტების აქტივობის და ა.შ. გამოკვლევა. სრულად არის წარმოდგენილი მიკრობიოლოგიური კვლევის არეალი: მიკრობიოლოგია და პარაზიტოლოგია — მრავალფეროვანი სტანდარტული ნიადაგები; ჰემოკულტურის მისაღები Hemolnic - სერია, Sleidex - სისტემები, Generbaq - სისტემები, API — საიდენტიფიკაციო და ანტიბიოტიკოგრამის (ATB) სისტემები; სეროლოგია — ქლამიდიოზი, ამებიაზი, ტოქსოპლაზმოზი, სიფილისი (RPR Slide); ვირუსოლოგია — ჰეპატიტები, ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 949, თბ., 2002ю
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ციტო&oldid=3519084“-დან