ცირკუმფიქსი
ცირკუმფიქსი (ლათ. circumfixus „ირგვლივ მიმაგრებული“ < circum გარშემო, ირგვლივ და fixus მიმაგრებული) — აფიქსის სახე, რომელიც პრეფიქსისა და სუფიქსის კომბინაციაა. ისინი ერთდროულად დაერთვიან ფუძეს და ერთ ფუნქციას გამოხატავენ.
ცირკუმფიქსი ქართულში
რედაქტირებაქართულ ენაში ცირკუმფიქსი მეტად პროდუქტიულია სიტყვაწარმოებაში.
მაგ:
- მე-ქუდ-ე,
- სა-ქუდ-ე,
- უ-ქუდ-ო და ა.შ.
ვარაუდობენ, რომ პრეფიქსსა და სუფიქსს ამ ფორმებში დამოუკიდებელი ფუნქცია უნდა ჰქონოდათ და მხოლოდ მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ ცირკუმფიქსებად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული ენის ენციკლოპედია, გვ.558. 2008. თბილისი.