წრიული ეკონომიკა

(გადამისამართდა გვერდიდან ცირკულარული ეკონომიკა)

წრიული ეკონომიკა — ეკონომიკური მოდელი, რომლის მთავარი არსია რესურსების ეფექტიანი გამოყენებისკენ სწრაფვა მოხმარების შემცირების, გრძელვადიანი გამოყენების, პირველხარისხოვანი რესურსების ფლანგვის შეჩერების, პროდუქტებისა და მათი შემადგენელი კომპონენტების წრიული გამოყენების გზით. წრიული ეკონომიკა მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მოდელად იქცეს, რადგან სწორხაზოვანი ეკონომიკა გარემოზე მავნედ ზემოქმედებს და იწვევს რესურსების ამოწურვას.[2]

წრიული ეკონომიკის კონცეფცია (ინგლისური)[1]

წრიული ეკონომიკის შესახებ აქტიური მსჯელობა 1970-იანი წლებიდან დაიწყო.[3] ამ პერიოდში არაერთი მკვლევარი ალაპარაკდა სწორხაზოვანი და წრიული ეკონომიკის კონცეფციებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებაზე. ამას ბიძგი მისცა კენეტ ბოულდინგის 1966 წლის პუბლიკაციამ, სადაც დედამიწა განხილულია როგორც ჩაკეტილი და წრიული სისტემა შეზღუდული რესურსებით და აუცილებლად მიიჩნევს რაიმე წონასწორული მდგომარეობის (წერტილის) აღმოჩენას.[4]

2020 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული ევროკავშირის „ახალი წრიული ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის მიხედვით, ბიზენსის კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელია მდგრადი პროდუქტების წარმოებისათვის ფუნდამენტის შექმნა, რაც ევროკავშირისთვის და მის გარეთ, ახალი შესაძლებლობების სარკმელს გახსნის.[5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Geissdoerfer, M., Pieroni, M.P., Pigosso, D.C. and Soufani, K. (2020). „Circular business models: A review“ (PDF). Journal of Cleaner Production. 277: 123741. doi:10.1016/j.jclepro.2020.123741. S2CID 225282542.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  2. ZeroWIN, 2010. Towards Zero Waste in Industrial Networks. “Approaches to Zero Waste”
  3. Ellen MacArthur Foundation. (2013). the Circular Economy. Isle of Wight.
  4. Boulding, K. (1966). The Economics of the Coming Spaceship Earth.
  5. EU Circular Economy Action Plan