ცინიკური რეალიზმი
ცინიკური რეალიზმი — თანამედროვე მიმდინარეობა ჩინურ ხელოვნებაში, განსაკუთრებით მხატვრობაში, რომელიც 1990-იან წლებში ჩაისახა პეკინში. ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდერნისტული ხელოვნების მიმდინარეობაა კონტინენტურ ჩინეთში. მიმდინარეობა წარმოიქმნა კულტურული რევოლუციის შემდგომ არსებული კოლექტიური აზროვნებისგან განდგომილი ჩინელი მხატვრების წრეში. მიმდინარეობის მთავარი თემები რევოლუციური ჩინეთის (1911-დღემდე) სოციო-პოლიტიკური საკითხებისა და მოვლენების გარშემო ტრიალებს. ამ მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ხელოვანთა შორის არიან: ფან ლიუნი, ლიუ ვეი და იუ მინჟუნი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Don't believe the hype about Chinese art - Guardian art blog commentary by Ana Finel Honigman
- China will shake the art world yet - Guardian art blog commentary by Eliza Gluckman