ცესისის ბრძოლა
ცესისის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ესტონეთის განმათავისუფლებელი ომის ნაწილი | |||
ლატვიის პროგერმანული მთავრობის არმია
წითელი არმია
ლატვიის არმია
ესტონეთის არმია | |||
თარიღი | 19-23 ივნისი, 1919 | ||
მდებარეობა | ცესისი, ლატვია | ||
შედეგი | ესტონეთის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ცესისის ბრძოლა, ვინუს ბრძოლა, ვენდენის ბრძოლა (ესტ. Võnnu lahing, ლატვ. Cēsu kaujas, გერმ. Schlacht von Wenden) — ბრძოლა ესტონეთის შეიარაღებულ ძალებსა და გერმანული ორიენტაციის ბალტიისპირეთის ლანდესვერს შორის. მიმდინარეობდა 1919 წლის 19 ივნისიდან 23 ივნისამდე, ლატვიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ცესისთან ახლოს. რეალურად ბრძოლა დაიწყო ქალაქის ხელში ჩაგდებით 5 ივნისს და მცირე შესვენებებით გაგრძელდა 23 ივნისამდე, ამ დღეს ესტონეთისა და ლატვიის ჯარებმა ქალაქზე კონტროლი აღადგინეს.
ბრძოლაში გამარჯვების შედეგად გერმანულმა ძალებმა დატოვეს ბალტიისპირეთის ლანდესვერი, რომელიც ლატვიის მთავრობის კონტროლქვეშ გადავიდა. ესტონეთის ძალების გამარჯვებამ გერმანელებზე, გამოიწვია ლატვიის გაძლიერება, ესტონეთმა კი სამხრეთის საზღვარი განიმტკიცა. თანამედროვე ესტონეთში 23 ივნისი აღინიშნება როგორც გამარჯვების დღე.
ლიტერატურა
რედაქტირება- (ესტონური) Traksmaa, August (1992). Lühike vabadussõja ajalugu. Olion. ISBN 5-450-01325-6.
- (ლატვიური) Pētersone, Inta (1999). Latvijas Brīvības cīņas 1918-1920 : enciklopēdija. (Latvian). Riga: Preses nams. ISBN 9984-00-395-7. OCLC 43426410.
- (ესტონური) Kaevats, Ülo (1998). Eesti Entsüklopeedia 10. Tallinn: Eesti Entsüklopeediakirjastus. ISBN 5-89900-054-6.