ცენტრალური სტადიონი (ბათუმი)
ცენტრალური სტადიონი — სპორტული სტადიონი ბათუმში, საქართველო. ძირითადად გამოიყენებოდა საფეხბურთო მატჩებისათვის. იყო ბათუმის დინამოს საშინაო მოედანი. თავდაპირველად იტევდა 18,000 მაყურებელს, 2002 წელს ტრიბუნის 2/3 დაანგრიეს, ფან-ტრიბუნა ჯუნგლების ნაცვლად დაიდგა დიდი საკონცერტო სცენა. ამ ყოველივეს შემდეგ სტადიონი იტევდა 4,400 მაყურებელს, 2006 წელს გაიყიდა და დაინგრა, მის ადგილას შენდება სასტუმრო კემპინსკი.
ბულვარის სტადიონი | |
---|---|
ბათუმის სტადიონის სრული ხედი | |
მდებარეობა | ბათუმი, საქართველო. |
კოორდინატები | 41°39′19″N 41°38′14″E / 41.655202° ჩ. გ. 41.637246° ა. გ. |
აშენდა | 1935 |
გაიხსნა | 1935 |
დაიხურა | 2006 |
ტევადობა | 4,000 |
გუნდები | |
დინამო ბათუმი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ (ინგლისური) Stadiums in Georgia დაარქივებული 2015-09-06 საიტზე Wayback Machine. , World Stadiums.