ცენტრალური პედაგოგიური ინსტიტუტი

ცენტრალური პედაგოგიური ინსტიტუტი — მარიამ ორახლაშვილის სახელობის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი. გაიხსანა 1923 წელს თბილისის პედაგოგიური ტექნიკუმის ბაზაზე. მდებარეობდა ახლანდელი დ. უზნაძის ქუჩაზე. პირველი დირექტორი იყო გრიგოლ ნათაძე. 1924 წელს ინსტიტუტს მარიამ ორახელაშვილის სახელი მიენიჭა. სწავლების ვადა ჯერ 2, შემდეგ კი 3 წელი იყო. იღებდნენ ცხრაწლედ ან ტექნიკუმდამთავრებულებს. ინსტიტუტი ძირითადად ამზადებდა შვიდწლედის მასწავლებლებს. ჰქონდა 2 ფაკულტეტი: სოციალური-ლიტერატურა და საბუნებისმეტყველო-მათემატიკური. სასწავლო გეგმაში დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი პედაგოგიურ დისციპლინებს. ცენტრალური პედაგოგიური ინსტიტუტი 1928 წელს დაიხურა. სტუდენტები ჩაირიცხნენ თსუ-ის პედაგოგიური ფაკულტეტის შესაბამის განყოფილებებზე, ხოლო 2 წლის კურსდამთავრებულებს უფლება მიეცათ სათანადო სტაჟის შემდეგ ჩარიცხულიყვნენ პედაგოგიური ფაკულტეტის III კურსზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 944