ცას და მიწას შორის (ფილმი)

ცას და მიწას შორის“ (ინგლ. Just like Heaven ) — 2005 წლის ამერიკული რომანტიკული კინოკომედია, გადაღებული მარკ უოტერსის მიერ, 1999 წელს გამოცემული მარკ ლევის ფრანგული რომანის „ნეტავ, ეს სიმართლე ყოფილიყო“ მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ — მარკ რუფალო და რიზ უიზერსპუნი.

„ცას და მიწას შორის“
ჟანრი რომანტიკული კომედია
რეჟისორი მარკ უოტერსი
პროდიუსერი უოლტერ პარქსი, ლორი მაკდონალდი
სცენარის ავტორი ლესლი დიკსონი, პიტერ ტოლანი
ეფუძნება „ნეტავ, ეს სიმართლე ყოფილიყო“
მარკ ლევი
როლებში რიზ უიზერსპუნი, მარკ რუფალო
კომპოზიტორი როლფ კენტი
სტუდია Parkes/MacDonald Productions
დისტრიბუტორი DreamWorks Pictures
პრემიერა
  • 16 სექტემბერი, 2005 (2005-09-16)
ხანგრძლივობა 95 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 58 მილიონი $[1]
შემოსავალი 102,8 მილიონი $[1]

სიუჟეტი რედაქტირება

ელიზაბეთ მასტერსონი (რიზ უიზერსპუნი), გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი, საკუთარი საქმის პროფესიონალია და ძირითად დროს სამსხურში ატარებს, რის გამოც პირადი ცხოვრებისთვის ვერ იცლის. მისი და ები გადაწყვეტს ახალგაზრდა კაცი გააცნოს. გზაში ელიზაბეთი ავარიაში მოყვება.

სამი თვის შემდეგ, ქვრივი, ლანდშაფტის დიზაინერი დეივიდ ებოტი (მარკ რუფალო) ბინას ქირაობს. ცოტა ხანში აღმოაჩენს რომ სახლში მის გარდა გოგონას მოჩვენებაც ცხოვრობს, რომელსაც ამნეზია აქვს, არ ახსოვს ვინ არის და თავი კვლავ სახლის მეპატრონე ჰგონია. დეივიდი ცდილობს გააგდოს, თუმცა არაფერი გამოუვა. ამაობაში ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ და დაახლოვდებიან. დეივიდი გადაწყვეტს დაეხმაროს ელიზაბეთს და გაიგოს თუ ვინ არის. ჯერ მეზობლებს გამოკითხავენ, თუმცა არავის სმენია მის შესახებ. ცოტა ხანში აღმოაჩენენ რომ გოგონა ექიმია, გაიგებენ სადაა უახლესი საავადმყოფო და მიაკითხავნენ. იქ შეიტყობენ რომ გოგონა ელიზაბეთ მასტერსონია, ამ საავადმყოფოში მუშაობდა და სამი თვეა კომაშია, აპარატზეა მიერთებული. დარჩა მხოლოდ ერთ კითხვა - რატომ ხედავს მას მხოლოდ დეივიდი? ვაჟი გოგოს თავის სხეულთან დატოვებს და წავა. ელიზაბეთი სავადმყოფოში მოსული ნათესავისგან გაიგებს რომ მისი ყოფილი კოლეგა ექიმი რაშტონი დას ების აპარატის გამორთვას ურჩევს, რადგანაც ელიზაბეთის გადარჩენის შანსი მიზერულია. ები ხელს მოუწერს დოკუმენტებზე და აპარატის გამორთვას მეორე დილისთვის გადაწყვეტენ. ელიზაბეთი დეივიდთან მიდის და ყველაფერს უყვება. ბიჭი ებისთან გარბის, უხსნის რომ კომაში ჩავარდნილი და არ გამორთოს აპარატიდან, რადგანაც იგი ცოცხალია, ყოველდღე ხედავს და ამის დასადასტურებლად ელიზაბეთის კარნახით ისეთ რამეებს ეტყვის, რაც მხოლოდ დებმა იციან. ები დეივიდს გიჟად ჩათვლის და დანით გამოეკიდება.

წყვილი მიხვდება რომ არაფერი გამოუვათ, დაბრუნდებიან სახლში და ეცდებიან ეს ბოლო საღამო ერთად გაატარონ. დილით დეივიდი მიხვდება რომ ელიზაბეთის დაკარგვას ვერ გაუძლებს და მისი სხეულის გატაცებას გადაწყვეტს. დასახმარებლად მეგობარს, ჯეკს უხმობს. ექიმის ტანსაცმლით გადაცმულები საავადმყოფოში შევლენ და როცა ჯეკი აპარატზე შეერთებულ ელიზაბეთს დაინახავს იცნობს, ეტყვის მეგობარს რომ მის გაცნობას უპირებდა იმ საღამოს, როცა ავარია მოხდა. მიხვდება დეივიდი თუ რატო ნახულობდა მარტო ის ელიზაბეთს.

სააავდმყოფოს პერსონალი და დაცვა არ გააყვანინებენ კომაში მყოფ ელიზაბეთს, ამ ჩხუბში შემთვევით ხელს წაკრავენ აპარატს, რომელიც გამოირთვება და ელიზაბეთის მოჩვენებაც ნელ-ნელა დაიწყებს გაქრობას. სასოწარკვეთილი დეივიდი ეცემა მის სხეულს და ტუჩებში აკოცებს, რის შემდეგაც მოჩვენება გაქრება და სხეულიც გაცოცხლდება, თუმც გოგონა დევის ვერ გაიხსენებს და ბიჭიც საავადმყოფოს დატოვებს.

რამდენიმე დღის შემდეგ გამოჯანმრთელებული ელიზაბეთი თავის ძველ სახლს მიაკითხავს, სახურავზე ავა და იქ დეივიდს დაინახავს, რომელიც მითვის საოცნებო ბაღს აკეთებს. დეივიდი ხელს ჩამოართმევს ელიზაბეთს და გოგონას ყველაფერი გაახსენდება.

მსახიობები რედაქტირება

მსახიობი როლი
რიზ უიზერსპუნი ელიზაბეთ მასტერსონი
მარკ რუფალო დეივიდ ებოტი
ივანა მილიჩევიჩი კატრინა
დონალ ლოგი ები ბროუდი
დინა სპაიბი ბრიტი
ბენ შენკმანი ექიმი ბრეტ რაშტონი
ჯონ ჰიდერი დერილი
აარონ კეროლაინი გრეისი
ჩაო როზალინდი ფრენი
რონ კანადა ექიმი უოლში

ჯილდოები რედაქტირება

პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
Teen Choice Awards 2006 Movies — Choice Chick Flick ფილმი გამარჯვებული
Teen Choice Awards 2006 Movies — Choice Actor: Comedy ჯონ ჰაიდერი ნომინაცია

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ცას და მიწას შორის. IMDb. ციტირების თარიღი: 2023-01-25