ცალი ხელით ტაშის კვრა

ცალი ხელით ტაშის კვრა (ინგლ. One Hand Clapping) 一 ბრიტანელი ავტორის, ენტონი ბერჯესის 1961 წლის რომანი, რომელიც თავდაპირველად მან ჯოზეფ კელის ფესვდონიმით გამოაქვეყნა დიდ ბრიტანეთში. ცნობილია, რომ რომანის იდეა წარმოადგენს ავტორის გამოძახილს მის იმ აზრთან დაკავშირებით, რომ თანამედროვე დასავლური განათლება და კულტურა დეგრადაციას განიცდის. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ავტორი ნაწარმოებში სიტყვათა მარაგს ამცირებს და დაახლოებით 200-გვერდიანი წიგნის სიტყვიერი შემადგენლობა მხოლოდ 800-ს უტოლდება.

„ცალი ხელით ტაშის კვრა“
One Hand Clapping

პირველი გამოცემა
ავტორი ენტონი ბერჯესი
ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
ენა ინგლისური
გამომცემელი Alfred A.Knopf
გამოცემის თარიღი 1961
მედია ბეჭდური
გვერდი 214

სათაური რედაქტირება

ნაწარმოების სათაური მომდინარეობს ძენ კოანის გამოცანიდან, რომელიც გამოიყენება ძენ ბუდისტურ პრაქტიკაში ლოგიკური მსჯელობის შეზღუდვის გადალახვის მიზნით.[1][2] იგი სვამს შემდეგ კითხვას: „ჩვენ ვიცით, რა ხმა გამოიცემა ორი ხელით ტაშისას, მაგრამ რა არის ცალი ხელით ტაშის კვრა?“. თავად ავტორმა წიგნი, აღბნიშნულ სიტყვებზე დაყრდნობით, შემდეგნაირად აღწერა: „ქორწინების დროს დაკრული ტაში ცალი ხელით ტაშის კვრამდე დავიდა“.

ფრაზას - ცალი ხელით ტაშის კვრა - თუ გადავთარგმნით მალაიზიურ ენაზე, მივიღებთ "Bertepuk sebelah tangan"-ს, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც უპასუხო სიყვარული, ურთიერთობის ან რომანტიული გრძნობების კონტექსტში.[3]

მოკლე შინაარსი რედაქტირება

ჰოვარდს აქვს არაჩვეულებრივი ნიჭი - ფოტოგრაფიული მეხსიერების უნარი, რომლის წყალობითაც ის შეეცდება სატელევიზიო ვიქტორინაში საკმაოდ დიდი თანხის მოგებას.

ამის შემდეგ, იგი გამოააშკარავებს წინასწარმეტყველურ ნიჭს, რომლის წყალობითაც რბოლის შედეგების პროგნოზირებას შეძლებს. ის საკუთარ ენერგიას აზარტულ თამაშებში, კერძოდ, ცხენების ჯირითში ახარჯავს, შედეგად წყვილი იმდენად გამდიდრდება, რომ მსოფლიო მაშტაბით მოგზაურობასაც მოაწყობენ და მდიდრულ სასტუმროებში დაბინავდებიან.

უკან დაბრუნებული ჰოვარდი შეძრწუნებული იყო იმ სამყაროს კორუფციული ბუნებით, რომელიც მათ იხილეს - იგი შეწუხებულია კაცობრიობის მოსალოდნელი დაცემის წინასწარმეტყველური ხედვით. საბოლოოდ, იგი აცხადებს, რომ მათ ბარბიტურატებით უნდა ჩაიდინონ თვითმკვლელობა.

თუმცა, ჯანეტი წინააღმდეგობას უწევს მას და კლავს ჰოვარdს ნახშირის ჩაქუჩით, დარჩენილი ქონებით კი ის გარბის საზღვარგარეთ ახალი ცხოვრების დასაწყებად და მეუღლეც თან მიჰყავს მკერდში ამოწვენილს.

პერსონაჟები რედაქტირება

ჯანეტ შირლი 一 ნაწარმოების ნარატორი, რომლის მეშვეობითაც მკითხველი რომანს ეცნობა. იგი თავს წარადგენს, როგორც „ჯანეტ შირლი, გვარად ბარნსი, რომელიც ახლახან გახდა 23-ის“.

ჰოვარდ შირლი 一 27 წლის ახალგაზრდა კაცი და ჯანეტის მეუღლე. სიუჟეტის დასაწყისში ის მეორადი მანქანებიოს დილერში მუშაობს. იგი საშუალო კლასის ბრიტანელის განსახიერებაა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.guggenheim.org/audio/track/introduction-to-one-hand-clapping
  2. https://www.urbandictionary.com/define.php?term=one%20hand%20clapping
  3. https://en.wikipedia.org/wiki/One_Hand_Clapping_(novel)