ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გერბი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გერბიჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარმჭერები ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა
დევიზი ჩხოროწყუ

აღწერილობა

რედაქტირება

გერბის ფარი წარმოადგენს ლაჟვარდის ველს რომელსაც მარჯვნიდან კვეთს ცხრა შემცირებული ვერცხლის ყაბიწი. ყაბიწების ზემოთ ლაჯვარდის ველზე ოქროს საწმისია მოთავსებული. ქვემოთ ლაჯვარდის ველზე სამი ოქროს ფუტკარია გამოსახული, ერთი ორზე.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდის ბაფთა, რომლის ვერცლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ჩხოროწყუ“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება