ჩხირი

მრავალმნიშვნელოვანი

ჩხირი — ხის წვრილი ტოტის ჩამონატეხი ან ჩამონასხეპი. თუმცა შეიძლება აგრეთვე აღნიშნავდეს:

  • საწრუპი ჩხირი — მილის მსგავსი ნივთი კოქტეილის და სხვა სასმელების ჭიქიდან ამოსაწრუპად;
  • საქსოვი ჩხირი — საქსოვი იარაღი, ფოლადის სწორი მავთული ან ხისგან გათლილი წვრილი ჯოხი;
  • ჩინური ჩხირები — ხის წვრილი ჯოხები, რომლებსაც საჭმლის ასაღებად (ჩანგლის და კოვზის ნაცვლად) იყენებენ აღმოსავლეთ აზიაში;
  • ჩხირი — ხერხემლიანთა თვალის ბადურის ფოტორეცეპტორი, რომელიც უზრუნველყოფს ბინდში ხედვას;
  • ჩხირები, ანუ ბაცილები — ჩხირის ფორმის ბაქტერიების ჯგუფი.