ჩხაბერძულა
ჩხაბერძულა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირქეჩისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მუქი ლურჯი, თითქმის შავი. თხელკანიანია. რბილობი წვნიანი და ნაკლებად ხორციანია.
ჩხაბერძულა საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.4 გ/ლ-ს.
გამოსადეგია სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 439