ჩრდილოეთ კორეის ჰიმნი
„ეგუგკა“ (კორ. 애국가 [愛國歌]) — კსდრს ოფიციალური ჰიმნი. შედგება ორი კუპლეტისაგან. ეგუგკა კსდრ-ში 1947 წელს იქნა მიღებული და დღემდე გამოიყენება როგორც სახელმწიფო ჰიმნი. მუსიკის ავტორია კიმ ვონ გიუნი (1917—2002), ხოლო ტექსტის პაკ სე იონგი (1902—1989).
ეგუგკა | |
---|---|
ქართ. პატრიოტული სიმღერა | |
ქვეყანა | ჩრდილოეთი კორეა |
ტექსტის ავტორი | პაკ სე იონგი, 1946 წელი |
მუსიკის ავტორი | კიმ ვონ გიუნი, 1945 წელი |
შემოღებულ იქნა | 1947 წელი |
ისტორია
რედაქტირება1945 წელს კიმ ვონ გიუნმა დაწერა „პატრიოტული სიმღერის“ მელოდია იაპონური ოკუპაციისგან განთავისუფლებული კორეისთვის, ხოლო უკვე ერთ წელიწადში მისთვის პაკ სე იონმა ტექსტი დაწერა.
1980-იანების დასაწყისში, კიმ ჩენ ირი ცდილობდა შეემცირებინა „პატრიოტული სიმღერის“ მნიშვნელობა „სიმღერა გენერალი კიმ ირ სენის შესახებ“-ის სასარგებლოდ. საბოლოოდ, „სიმღერა გენერალი კიმ ირ სენის შესახებ“ და „სიმღერა გენერალი კიმ ჩენ ირის შესახებ“ ფაქტობრივად კსდრ-ს ეროვნული ჰიმნები გახდნენ, ხოლო „ეგუგკა“ სახელმწიფო ჰიმნად დარჩა.
ჰიმნის ტექსტი
რედაქტირებაკორეული | ტრანსკრიფცია | ქართული |
---|---|---|
아침은 빛나라 이 강산 은금에 자원도 가득한 삼천리 아름다운 내 조국 반만년 오랜 력사에 찬란한 문화로 자라난 슬기론 인민의 이 영광 몸과 맘 다 바쳐 이 조선 길이 받드세 백두산기상을 다 안고 근로의 정신은 깃들어 진리로 뭉쳐 진 억센 뜻 온 세계 앞서 나가리 솟는 힘 노도도 내밀어 인민의 뜻으로 선 나라 한없이 부강하는 이 조선 길이 빛내세 |
Ach'imŭn pinnara i kangsan Ŭn'gŭme chawŏndo kadŭkhan Samch'ŏlli arŭmdaun nae choguk Panmannyŏn oraen ryŏksaë Ch'allanhan munhwaro charanan Sŭlgiron inminŭi i yŏnggwang Momgwa mam ta pach'yŏ i chosŏn Kiri pinnaese Paektusan'gisangŭl ta anko Kŭlloŭi chŏngsinŭn kittŭrŏ Chilliro mungch'yŏ chin ŏksen ttŭt On segye apsŏ nagari Sonnŭn him nododo naemirŏ Inminŭi ttŭsŭro sŏn nara Hanŏpsi puganghanŭn i chosŏn Kiri pinnaese |
ბრწყინავს დილა სამშობლოზე, მდიდარია მშობლიური მიწის გული. ხუთი ათასი წლისაა შენი ისტორია, სამი ათასი ლის სამშობლო. ჩვენი საამაყო ერი ცნობილია საუკუნეებში უძველესი კულტურით. სამშობლოს ვუწოდებთ ჩვენს მიწას, კორეა დიდებამდე მიგვყავს! დღემდე პექტუსანის სული ცოცხალია, სიმართლის სული ჩვენს გულში ცხოვრობს. როგორც მონოლითები, ერთად მივდივართ, და გველოდება დიდება წინ. წინაღობების წინააღმდეგ გაბედულად მსვლელი, ხალხის ნებით დაბადებული, საკუთარ გზაზე აყვავებული — კორეა დიდებამდე მიგვყავს! |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- [1]
- [2]
- Lyrics in English დაარქივებული 2017-08-31 საიტზე Wayback Machine.
- Lyrics in Korean დაარქივებული 2016-10-04 საიტზე Wayback Machine.
- "Aegukka" (mp3) დაარქივებული 2021-08-13 საიტზე Wayback Machine.