ალექსანდრე ჩიჯავაძე
ალექსანდრე ირაკლის ძე ჩიჯავაძე (დ. 9 აგვისტო, 1917, თბილისი — გ. 10 ნოემბერი, 1971, რუსეთი) — ქართველი ვიოლონჩელისტი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირება8 წლის ასაკიდანეუფლებოდა ჩელოზე დაკვრას პროფესორ კ. მინიარის ხელმძღვანელობით. 1937 წელს ჩაირიცხა მოსკოვის კონსერვატორიაში, რომმელიც 1945 წელს დაამთავრა, ხოლო 1949 წელს კი იქვე დაასრულა ასპირანტურის კურსი.
1935–1937 წლებში ახალგაზრდა მუსიკოსმა დიდ წარმატებებს მიაღწია — გაიმარჯვა საკავშირო კონკურსებზე და ორჯერ მოიპოვა ლაურეატის საპატიო წოდება. 1950-1952 წლებში ა. ჩიჯავაძე მოსკოვის ფილარმონიის ოლისტია.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა საკონცერტო შემოქმედებით საქმიანობას. უკანასკნელი შვილი წლის მანძილზე, როგორც პროფესორი, კაიროს კონსერვატორიაში ხელმძღვანელობდა ვიოლონჩელოს კლასს.
დაიღუპა ავტოავარიაში რუსეთიდან სამშობლოში მგზავრობის დროს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 382, თბ., 1994