ჩიტისკვერცხა თეთრი

ჩიტისკვერცხა თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

მისი მარცვლები ჩიტის კვერცხების მსგავსია და ამიტომაც მიუღია ასეთი სახელწოდება.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ, იშვითად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი და ძარღვების გასწვრივ თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა. ფორმა ცვალებადია, არის ცილინდრულიც, კონუსურიც და ცილინდრულ-კონუსურიც. საშუალო სიკუმსისაა, იშვიათად კუმსი ან თხელი მტევნები აქვს. მარცვალი წვრილი და მრგვალია, მომწვანო-მოყვითალო, მზის მხარეს ქარვისფერი ელფერით. ზოგიერთი მარცვალი ოდნავ ოვალური ან შებრტყელებულია. კანი თხელი და საშუალო სიმკვრივისაა, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. გემო სასიამოვნო.

ჩიტისკვერცხა თეთრი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160-170 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის წონა 70-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 14-17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-12 გ/ლ-ს.

ჩიტისკვერცხა თეთრის ჯიშური ღვინო დაბალი ალკოჰოლურობითა და მომეტებული მჟავიანობით გამოირჩევა. საინტერესო ჯიშია სელექციური მიზნებისთვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 437